თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. მოიერიშე თვითმფრინავი, რომელიც ესპანეთის ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებულ აღლუმში მონაწილეობდა, ავიაბაზა ლიანოსში ჩამოვარდა, იუწყება გაზეთი El Mundo.
მოიერიშე თვითმფრინავი Eurofighter-ი, რომელიც ესპანეთის ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებულ აღლუმში მონაწილეობდა, ხუთშაბათს ესპანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, პროვინცია ალბასეტეში მდებარე ავიაბაზაზე ჩამოვარდა. პილოტმა კატაპულტირება ვერ მოასწრო.
„ეს სამწუხარო ამბავი ახლახან გვაცნობეს. ალბასეტეში 12 ოქტომბერს ესპანეთის სამსახურისას პილოტის დაღუპვასთან დაკავშირებით გამოვთქვამ მწუხარებას ჩემი და მთელი კასტილია-ლა-მანჩას გაერთიანების სახელით", — დაწერა Twitter-ში ავტონომიური გაერთიანება კასტილია-ლა-მანჩას თავმჯდომარემ ემილიანო გარსია-პაგე სანჩესმა (Emiliano García-Page Sánchez).
სამხედრო აღლუმი მადრიდში ჩატარდა, ის ჩაიბარა მეფე ფელიპე მეექვსემ, რომელიც ასევე ესპანური არმიის მთავარსარდალია. აღლუმში მიიღო მონაწილეობა 4000-მა სამხერო მოსამსახურემ, 84-მა სატრანსპორტო საშუალებამ და 78-მა ერთეულმა საჰაერო ტექნიკამ.