უკრაინამ ჩერნოვეცკიზე ძებნა გამოაცხადა

© photo: Sputnik / Сергей Старостенко / გადასვლა მედიაბანკშილეონიდ ჩერნოვეცკი
ლეონიდ ჩერნოვეცკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექს-მერი კიევში ვერტმფრენის მოედნის უკანონო მშენებლობის საქმეში ფიგურირებს.

თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიევის ყოფილ მერზე ლეონიდ ჩერნოვეცკიზე ძებნა გამოაცხადა, რომელიც ამ დროისთვის ქობულეთში ცხოვრობს, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს მთავარი პროკურატურა - Sputnik საქართველო
საქართველო ჩერნოვეცკის უკრაინას არ გადასცემს

იმ პირების ჩამონათვალში, რომლებიც ხელისუფლების ორგანოებს ემალებიან, უკრაინის შსს-ს ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ ჩერნოვეცკი მიმდინარე წლის 24 ივლისს გაუჩინარდა. 26 ივლისს კი უკრაინის სასამართლომ ქვეყნის გენერალური პროკურატურის გამომძიებლებისთვის ჩერნოვეცკის დაკავების ნებართვა გასცა.

ექს-მერს კიევში ვერტმფრენის მოედნის უკანონო მშენებლობას ედავებიან.

ლეონიდ ჩერნოვეცკი ქობულეთში ოჯახთან ერთად რამდენიმე წელია ცხოვრობს. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მანამდე განაცხადა, რომ უკრაინული მხარისგან ექს-მერის ექსტრადირების მოთხოვნის შემთხვევაში ის არ გადასცემს უკრაინას ჩერნოვეცკის, რადგან იგი საქართველოს მოქალაქეა.

ყველა ახალი ამბავი
0