თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. უკრაინული მხარის მომართვის შემთხვევაში, საქართველო არ გადასცემს მათ კიევის ყოფილ მერ ლეონიდ ჩერნოვეცკის, რადგან ის საქართველოს მოქალაქეა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия საქართველოს მთავარ პროკურატურაზე დაყრდნობით.
ოთხშაბათს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის სასამართლომ ქვეყნის გენერალური პროკურატურის გამომძიებლებს ჩერნოვეცკის დაკავების ნებართვა მისცა. ეს უყკანასკნელი კიევში ვერტმფრენის მოედნის უკანონო მშენებლობის საქმეში ფიგურირებს.
"საქართველოს პროკურატურაში ლეონიდ ჩერნოვეცკის უკრაინული მხარისთვის გადაცემის მოთხოვნა არ შემოსულა, თუმცა ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაშიც ვერ მოხდება მისი გადაცემა, რადგან იგი არის საქართველოს მოქალაქე და საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს მოქალაქის სხვა ქვეყნისთვის გადაცემა დაუშვებელია“, — აღნიშნულია მთავარი პროკურატურის ინფორმაციაში.
უკრაინა ჩერნოვეცკის ექსტრადირების მოთხოვნით საქართველოს მას შემდეგ მიმართავს, რაც საქართველოს სამართალდამცავი ორგანოებისგან მისი ადგილსამყოფელის შესახებ ოფიციალურ პასუხს მიიღებს, განაცხადა უკრაინის გენერალური პროკურორის, იური ლუცენკოს პრესმდივანმა ლარისა სარგანმა.