00:22 21 ოქტომბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0921
  • 100 RUB4.1098
  • USD2.6972
ჯარედ კუშნერი და ივანკა ტრამპი

ტრამპი საკუთარ სიძეს თეთრ სახლში ახალი ქვედანაყოფის ხელმძღვანელად დანიშნავს

AP/ Evan Agostini
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
207 0 0

Washington Post-ის მონაცემებით, ამერიკული ინოვაციების სამმართველო ქვედანაყოფის სახით თეთრი სახლის დასავლეთ ფრთაში განთავსდება და უშუალოდ ტრამპს დაექვემდებარება.

თბილისი, 27 მარტი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ორშაბათს განაცხადა, რომ თეთრ სახლში ფართო უფლებების მქონე ახალი ქვედანაყოფი იხსნება, რომელსაც მისი უფროსი მრჩეველი და სიძე ჯარედ კუშნერი უხელმძღვანელებს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости გამოცემა Washington Post-ზე დაყრდნობით.

"ყველა ამერიკელი, მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა, ხვდება, რომ სამთავრობო სტაგნაცია ხელს გვიშლის ნორმალურ ფუნქციონირებაში და ხშირად წარმოქმნის უძრაობას და იწვევს თანხების გაფლანგვას", — ციტირებს ტრამპის განცხადებას "ვაშინგტონ პოსტი".

გაზეთის მონაცემებით, ამერიკული ინოვაციების სამმართველო ქვედანაყოფის სახით თეთრი სახლის დასავლეთ ფრთაში განთავსდება და უშუალოდ ტრამპს დაექვემდებარება. სამმართველოს ფუნქციებში შევა როგორც ფედერალური ბიუროკრატიული სისტემის მუშაობაზე, ისე დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო საკვანძო დაპირებების შესრულებაზე ყურადღებით დაკვირვება.

სამმართველოს შტატში შევლენ ყოფილი კომერციული ხელმძღვანელები, რომელთა ამოცანა მთავრობის მუშაობაში ახალი იდეების დანერგვა იქნება.

მთავარი თემები