12:13 19 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3088
  • 100 RUB4.6461
  • USD2.9718
ლტოლვილები

ავსტრიის საგარეო უწყება: ლტოლვილთა ცენტრები უნდა მოეწყოს საქართველოში ან ეგვიპტეში

© photo: Sputnik / Сергей Строителев
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
14805

სებატიან კურცი ლტოლვილების მისაღებად ევროკავშირის მიღმა ცენტრების შექმნას თავაზობს მაგალითად ეგვიპტეში, საქართველოში ან ბალკანეთში.

თბილისი, 5 მარტი — Sputnik. ავსტრიის საგარეო საქმეთა მინიტრმა სებასტიან კურცმა წინადადება დააყენა ლტოლვილების მისაღები ევროკავშირის ცენტრები ბლოკის საზღვრებს გარეთ მაგალითად საქართველოში ან დასავლეთ ბალკანებში  შეიქმნას, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ყოველკვირეულ გამოცემა Bild am Sonntag-ზე დაყრდნობით, რომელშიც მინისტრის ინტერვიუ გამოქვეყნდა.

„ჩვენ გვჭირდება ცენტრები ლტოლვილთათვის ევროკავშირს მიღმა, რომელთა მართვა გაეროს ლტოლვილთა  უმაღლეს კომისარიატთან ერთად განხორციელდებოდა. კონკრეტულად სად იქნებიან ისინი განთავსებული, არ არის მნიშვნელოვანი. მთავარია, რომ ისინი დაცვას უზრუნველყოფენ და რომ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ არალეგალურად მოხვდნენ ევროპაში, კვლავ ამ ცენტრებში დაბრუნდებიან. ასეთი დაწესებულებები შეიძლება განთავსდეს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ეგვიპტე, საქართველო, ან დასავლეთ ბალკანეთის რომელიმე ქვეყანაში“, — განაცხადა მინიტრმა. 

ევროპა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე სერიოზულ მიგრაციულ კრიზისს განიცდის, რაც პირველ რიგში შეიარაღებულმა კონფლიქტებმა და ეკონომიკურმა პრობლემებმა გამოიწვია ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებსა და ჩრდილოეთ აფრიკაში. 

ინტერვიუში კურცმა გერმანიის კანცლერის ანხელა მერკელის მიგრაციული კურსიც გაკრიტიკა. 

„ამ არასწორ პოლიტიკას მხარი დაუჭირეს სხვადასხვა ქვეყნების მეთაურებმა და მთავრობებმა. ასევე ევროკომისიამ. მას საფუძვლად კეთილი ზრახვები ედო, თუმცა მე ყოველთვის მესმოდა, რომ თუკი ჩვენ ადამიანებს ცენტრალურ ევროპაში მოვიზიდავთ, სულ უფრო მეტნი ჩამოვლენ აქ“, — განმარტა მან. 


მთავარი თემები