ტრამპმა CNN, NBC და The New York Times ხალხის მტრებად შერაცხა

© REUTERS / Carlos Barriaდონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრეზიდენტმა საკუთარ გვერდზე სოციოლოგიური გამოკითხვაც განათავსა იმის გასარკვევად, თუ რომელი მედიასაშუალებები მიაჩნიათ ამერიკელებს ყველაზე „ყალბებად“.

თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ის მედიასაშუალებები დაასახელა, რომლებიც, მისი აზრით, სიცრუეს ავრცელებენ და შესაბამისად, ამერიკის მტრები არიან.

„ცრუ მედიასაშუალებები (The New York Times, NBC, ABC, CBS, CNN) — არა ჩემი მტრები, არამედ ამერიკელი ხალხის მტრები არიან!“ — დაწერა ტრამპმა Twitter-ის მიკრობლოგში.

პრეზიდენტმა საკუთარ გვერდზე სოციოლოგიური გამოკითხვაც განათავსა იმის გასარკვევად, თუ რომელი მედიასაშუალებები მიაჩნიათ ამერიკელებს ყველაზე „ყალბებად“.

„დამეხმარეთ, შევაჩერო ყალბი ახალი ამბები! გაიარეთ გამოკითხვა „მედიის პასუხისმგებლობა“ და მითხარით, რომელი [მედია] მიგაჩნიათ უარესად“, — დაწერა ტრამპმა. 

გამოკითხვა 25  შეკითხვას მოიცავს და მასში მხოლოდ  3 ტელეარხია ნახსენები: CNN, Fox News და MSNBC.

აღსანიშნავია, რომ საკუთარი გამოკითხვა ჩაატარა Fox News-მაც. შედეგებმა აჩვენა, რომ რესპონდენტების 45%-ს პრეზიდენტისა სჯერა, 42%-ს კი მედიისა. 10% კი აცხადებს, რომ საერთოდ არავის ენდობა.

ყველა ახალი ამბავი
0