სპეცსამსახურებმა ტრამპზე კომპრომატი ნაწილობრივ დაადასტურეს

© AFP 2024 / Mandel Nganდონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტელეარხმა CNN სამართალდამცველ ორგანოებსა და დაზვერვის სამსახურში ანონიმური წყაროებისგან მიიღო ინფორმაცია აშშ–ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე სკანდალური მოხსენების თაობაზე.

თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. ტელეარხი CNN ამტკიცებს, რომ აშშ–ის სპეცსამსახურებმა დაადასტურეს, რომ ქვეყნის პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე რუსეთის ხელთ არსებული ინფორმაციის შესახებ სკანდალური მოხსენების ნაწილი სარწმუნოა. ეს ინფორმაცია თეთრ სახლში უკვე უარყვეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო  РИА Новости.

„ტელეარხ CNN–ის ყალბი (ფეიკის) სიახლეები ჩვენში კვლავ ზიზღს იწვევს“, – განაცხადა აშშ–ის პრეზიდენტის პრეს–მდივანმა შონ სპაისერმა.

დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
ტრამპს თავისმა პრეს-მდივანმა იმედები გაუცრუა

დონალდ ტრამპმა უფრო ადრე თავისი დისკრედიტაციისკენ მიმართულ კამპანიას „ნაცისტური გერმანიის წესებს“ შეადარა.

მოხსენება, რომელშიც ამტკიცებდნენ, რომ რუსეთს ტრამპზე კომპრომატი გააჩნია, რესურსმა BuzzFeed გამოაქვეყნა. მოგვიანებით გაზეთმა Wall Street Journal დაწერა, რომ მოხსენება უსაფრთხოების სფეროს კერძო ფირმამ შეადგინა, რომლის ბაზა ლონდონშია.

CNN–მა სამართალდამცველ ორგანოებსა და დაზვერვის სამსახურში მრავალრიცხოვან ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით განაცხადა, რომ საუბარია არა ტრამპის მიმართ ბრალდებების დადასტურებაზე, არამედ სპეცსამსახურების მიერ რუსეთის მოქალაქეების ხელში ჩაგდებულ საუბრებზე, რომლებიც თითქოსდა მოხსენებაში აღნიშნული ზოგიერთი შეხვედრის ფაქტს ადასტურებენ.

ამერიკულმა დაზვერვამ შეძლო დაემტკიცებინა, რომ მოხსენებაში ნახსენები რუსები ნამდვილად ურთიერთობდნენ ერთმანეთთა, მაგრამ იმის დამტკიცება, რომ ისინი ნამდვილად მსჯელობდნენ ტრამპზე, ვერ მოხერხდა, ირწმუნება CNN.

რუსეთის ზემოთ აღნიშნული მოქალაქეები, თითქოსდა, მონაწილეობდნენ „ინფორმაციის შეგროვებაში, რომელიც ზიანს აყენებდა ჰილარი კლინტონს და ეხმარებოდა დონალდ ტრამპს“. წყაროების მონაცემებით, ამერიკელმა მზვერავებმა მაინც ვერ დაასკვნეს, აქვს თუ არა რუსეთს კომპრომატი ტრამპზე, როგორც ეს მოხსენებაში ნათქვამი.

CNN არ ასახელებს არცერთი წყაროს სახელს და მოხსენების ფიგურანტს, ასევე არ მოჰყავს ინფორმაციის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება.

ტრამპს ამერიკულ მასმედიასთან საკმაოდ დაძაბული დამოკიდებულება აქვს, მათ უმეტესობას პრეზიდენტი არაობიექტურობასა და არაპროფესიონალიზმში ადანაშაულებს. CNN–ს ის „ყალბ ახალ ამბებს“ უწოდებს. ასევე, თეთრმა სახლმა CNN–ის პროგრამებში თავისი წარმომადგენლების გაგზავნაზე უარი განაცხადა.

ყველა ახალი ამბავი
0