სტოლტენბერგმა რუსეთს მოუწოდა, ნატოს გაფართოების მიმართ მშვიდი დამოკიდებულება ჰქონდეს

© REUTERS / Francois Lenoirიენს სტოლტენბერგი
იენს სტოლტენბერგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
იენს სტოლტენბერგმა ნატოს გაფართოების მიზეზები ახსნა და აღნიშნა, რომ ალიანსი რუსეთთან პოლიტიკური დიალოგის შესაძლებლობას ღიად სტოვებს.

თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რუსეთს ურჩია – „შეეგუოს“ ალიანსის გაფართოებას, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.

„ნატოს ქმედებებს თავდაცვითი და პროპორციული ხასიათი აქვს. ჩვენ არ გვინდა ახალი ცივი ომი, არ ვეძებთ კონფრონტაციას რუსეთთან“, — განაცხადა სტოლტენბერგმა ოქსფორდის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას.

სტოლტენბერგის გამოსვლის ჩანაწერი გამოქვეყნებულია ნატოს აკაუნტში YouTube-ზე.

ნატოს გაძლიერება აღმოსავლეთ ევროპაში გენერალურმა მდივანმა „ომის თავიდან ასაცილებლად“ რუსეთის „მძლავრი შეკავების“ პოლიტიკით ახსნა. ამასთან ერთად მან აღნიშნა, რომ ალიანსი მოსკოვთან პოლიტიკური დიალოგისთვის შესაძლებლობას ღიად სტოვებს.

დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
ტრამპი რუსეთთან ურთიერთობების „გადატვირთვის" წინააღმდეგია

„ვერ გამიგია, რატომ მიაჩნია რუსეთს, რომ პროვოკაციაა ნატოს გაფართოება ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ახალი მოკავშირეების გაჩენის ხარჯზე“, — განაცხადა გენერალურმა მდივანმა.

„რუსეთი უნდა მოდუნდეს და მიიღოს ის, რომ მისი მეზობლები თავად განსაზღვრავენ საკუთარ გზას“, — დასძინა სტოლტენბერგმა.

ალიანსში ახალი ქვეყნების გაწევრიანების საკითხზე კომენტარისას უფრო ადრე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, რომ მათ ტერიტორიაზე შეიძლება გაჩნდეს „ნებისმიერი რამ“ — რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები, ბაზები, ხოლო თუ საჭირო იქნება — ახალი მოიერიშე კომპლექსიც კი. ეს რუსეთს აიძულებს, მიიღოს კონტრზომები, აღნიშნა რუსეთის ლიდერმა.

ვარშავაში ნატოს ივლისის სამიტზე ალიანსის ქვეყნები აღმოსავლეთ ევროპაში „ცივი ომის“ შემდეგ ნატოს ყველაზე მასშტაბური გაძლიერების შესახებ შეთანხმდნენ. კერძოდ, 2017 წელს ნატო ბალტიისპირეთსა და პოლონეთში ოთხი მრავალეროვნული ბატალიონის განთავსებას გეგმავს. მოსკოვში არაერთხელ აღნიშნეს, რომ რუსეთი დასავლეთთან კონფრონტაციისკენ არ ისწრაფვის, მაგრამ ნატოს ძალების გაზრდა მის საზღვრებთან საპასუხო ქმედებებს მოითხოვს.

ყველა ახალი ამბავი
0