ქალებს, რომლებიც პარიზში ტერაქტებს გეგმავდნენ, ბრალი წაუყენეს

© photo: Sputnik / Natalia Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშიპარიზი
პარიზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიციამ პარიზის ღვთისმშობლის ტაძართან უნომრო ავტომობილი აღმოაჩინა, რომელშიც შვიდი გაზის ბალონი იდო. ავტომობილში ასევე იყო დოკუმენტები არაბულ ენაზე.

თბილისი, 13 სექტემბერი – Sputnik. სამ ქალს, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან საფრანგეთის დედაქალაქში გაზის ბალონებით სავსე ავტომობილის აფეთქების დაგეგმვაში, ბრალი წაუყენეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ სააგენტო „ფრანს პრესზე“ დაყრდნობით.

რობერტ უეინრაიტი - Sputnik საქართველო
ევროპოლის ხელმძღვანელი ევროპაში ახალ ტერაქტებს არ გამორიცხავს

მანამდე ფრანგმა პოლიციელებმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძართან ახლოს, ავტომანქანების გაჩერებაზე უნომრო ავტომობილი აღმოაჩინეს, რომელშიც ავარიული სანათი ციმციმებდა. მანქანის სალონში ერთი ცარიელი, ხოლო საბარგულში – ექვსი სავსე გაზის ბალონი იდო. ავტომობილში ასევე იყო დოკუმენტები არაბულ ენაზე.

გასულ ხუთშაბათს პოლიციამ სამი ეჭვმიტანილი – 19, 23 და 39 წლის ქალი დააკავა. შსს–ს მონაცემებით, ისინი „ახალ ძალადობრივ შეტევებს“ ამზადებდნენ. ერთ–ერთ დაკავებულს ადრე „ისლამური სახელმწიფოს“ ერთგულების ფიცი აქვს დადებული.

როგორც სააგენტო პროკურატურაზე დაყრდნობით იუწყება, დაკავებული ქალები ასევე ეჭვმიტანილი არიან პარიზის ერთ–ერთ რკინიგზის სადგურზე ან პოლიციის განყოფილებაზე შეტევის დაგეგმვაში.


ყველა ახალი ამბავი
0