14:50 24 ივნისი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.8597
  • 100 RUB3.8955
  • USD2.4578
როდ სტიუარტი

ელისაბედ მეორემ როდ სტიუარტი რაინდად "აკურთხა"

© FL/ Joe Bielawa
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
2401

სულ დასაჯილდოებელთა სიაში, რომელიც ყოველწლიურად ქვეყნდება მონარქის დაბადების დღეზე, 1149 კაცია შესული.

თბილისი, 11 ივნისი  — Sputnik. ბრიტანელ მომღერალ როდ სტიუარტს ბრიტანეთის იმპერიის რაინდ-ბაკალავრის წოდება მიანიჭეს მუსიკასა და ქველმოქმედებაში შეტანილი წვლილისთვის, ნათქვამია ქვეყნის მთავრობის განცხადებაში.

71 წლის მომღერალს საპატიო ტიტული თავად ელისაბედ მეორემ მიანიჭა.

„საოცარი ცხოვრება განვვლე და წარმოუდგენელ სიმაღლეებს მივაღწიე დიდსულოვანი ბრიტანელი მსმენელის მხარდაჭერით“, — განუცხადა სტიუარტმა ტელეარხ BBC-ის.

სტიუარტის გარდა რაინდის ორდენი გადაეცა ასტროვანტ ტიმ პიკს — კოსმოსისა და მეცნიერულ კვლევებში შეტანილი წვლილისთვის. ასტროვანტმა სწორედ კოსმოსში შეიტყო ჯილდოს შესახებ.

სულ დასაჯილდოებელთა სიაში, რომელიც ყოველწლიურად ქვეყნდება მონარქის დაბადების დღეზე, 1149 კაცია შესული. წელს დაჯილდოებულთა შორისაა სერიალ „დაუნტონის სააბატოს“ მსახიობი პენელოპა უილტონი, კრიკეტში ინგლისის ნაკრების კაპიტანი ალისტერ კუკი, ფეხბურთელი ალან შირერი.

მთავარი თემები