თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. ბრიტანელ მომღერალ როდ სტიუარტს ბრიტანეთის იმპერიის რაინდ-ბაკალავრის წოდება მიანიჭეს მუსიკასა და ქველმოქმედებაში შეტანილი წვლილისთვის, ნათქვამია ქვეყნის მთავრობის განცხადებაში.
71 წლის მომღერალს საპატიო ტიტული თავად ელისაბედ მეორემ მიანიჭა.
„საოცარი ცხოვრება განვვლე და წარმოუდგენელ სიმაღლეებს მივაღწიე დიდსულოვანი ბრიტანელი მსმენელის მხარდაჭერით“, — განუცხადა სტიუარტმა ტელეარხ BBC-ის.
სტიუარტის გარდა რაინდის ორდენი გადაეცა ასტროვანტ ტიმ პიკს — კოსმოსისა და მეცნიერულ კვლევებში შეტანილი წვლილისთვის. ასტროვანტმა სწორედ კოსმოსში შეიტყო ჯილდოს შესახებ.
სულ დასაჯილდოებელთა სიაში, რომელიც ყოველწლიურად ქვეყნდება მონარქის დაბადების დღეზე, 1149 კაცია შესული. წელს დაჯილდოებულთა შორისაა სერიალ „დაუნტონის სააბატოს“ მსახიობი პენელოპა უილტონი, კრიკეტში ინგლისის ნაკრების კაპიტანი ალისტერ კუკი, ფეხბურთელი ალან შირერი.