00:25 21 ოქტომბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0921
  • 100 RUB4.1098
  • USD2.6972
პოლიციის თანამშრომელი პარიზში

საფრანგეთში ბორდის მახლობლად აფეთქება მოხდა

© photo: Sputnik / Владимир Песня
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
601

აფეთქება 6:60 საათზე მოხდა კომპანია CD Trans-ის შენობაში, რომელიც საშიში ტვირთების გადაზიდვითა და ლოგისტიკით არის დაკავებული.

თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. ორი აფეთქება მოხდა კვირა დილას საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთში, ქალაქ  ბორდოს მახლობლად, საშიში ტვირთების სატრანსპორტო საწარმოში, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости  რადიოსადგურ France Inf- ზე დაყრდნობით. 

„თავიდან აალდა სატვირთო ავტომანქანა, რის შემდეგაც იგი აფეთქდა, რამაც ჯაჭვური რეაქცია გამოიწვია“, განაცხადა კომუნა ბასენსის (Bassens) მერმა ჟან პოლ ტურონმა (Jean-Paul Turon).

რადიოსადგურის მონაცემებით აფეთქება 6:60 საათზე მოხდა კომპანია CD Trans-ის შენობაში, რომელიც საშიში ტვირთების გადაზიდვითა და ლოგისტიკით არის დაკავებული. ამ დროისათვის არკვევენ რა გახდა აფეთქების მიზეზი. აფეთქების ადგილზე სახანძრო სამსახურები მუშაობენ. საწარმოს ტერიტორიიდან ევაკუირებულია პერსონალი. 

ფარანგული ტელეარხის BFMTV-ს ინფორმაციით, აფეთქების შემდეგ საწარმოში აალება მოხდა, რომლის ჩაქრობის დროსაც ორმა მეხანძრემ დამწვრობა მიიღო. 

კომუნაში 7ათასი ადამიანი ცხოვრობს. სამრეწველო ზონას კომუნის ტერიტორიის 60% უჭირავს. 


მთავარი თემები