სირიის ოპოზიცია ორი კვირით ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა

© photo: Sputnik / Михаил Алаеддин / გადასვლა მედიაბანკშისირია
სირია - Sputnik საქართველო
გამოწერა
უმაღლესმა კომიტეტმა მოლაპარაკებების საკითხებზე - დაიცვას ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი სამთავრობო ჯარსა და ოპოზიციის შეიარაღებულ ჯგუფებს შორის - მზადყოფნა გამოთქვა. ზავი ძალაში 27 თებერვალს შევა.

თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. სირიის ოპოზიციამ ცეცხლის შეწყვეტის დროებითი რეჟიმის (ორი კვირის განმავლობაში) დაცვის თაობაზე მზადყოფნა დაადასტურა, აღნიშნულია მოლაპარაკებების საკითხებში ოპოზიციური უმაღლესი კომიტეტის განცხადებაში.

„მოლაპარაკებების უმაღლესი კომიტეტი ვარაუდობს, რომ ცეცხლის წინასწარი შეწყვეტა ორი კვირის ვადით მეორე მხარეს თავისი ვალდებულებების სერიოზულობის დადასტურების საშუალებას მისცემს“, — ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ტელეარხმა „ალ-არაბიამ“ გაავრცელა.

სიტუაცია სირიაში - Sputnik საქართველო
რუსეთმა და აშშ-მ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი შეათანხმეს

მანამდე სირიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ფეისალ მიქდადმა განაცხადა, რომ დამასკმა „რუს მეგობრებთან სიღრმისეული კონსულტაციების შემდეგ“ რუსეთთან და აშშ-თან შეთანხმებების შესაბამისად, საომარი მოქმედებების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. სამთავრობო ძალების წინააღმდეგ მებრძოლ სირიის თავისუფალ არმიაში ანონიმმა მაღალჩინოსანმა, თავის მხრივ, საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტისთან“ საუბარში განაცხადა, რომ გადაწყვეტილება — სირიის თავისუფალი არმიის რაზმები ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს შეუერთდებიან, ჯერ მიღებული არ არის.

ორშაბათს გამოქვეყნებული აშშ-ისა და რუსეთის ერთობლივი განცხადების თანახმად, 27 თებერვალს სამთავრობო ძალებსა და ოპოზიციის შეიარაღებულ ძალებს შორის ზავი უნდა ამოქმედდეს, შეტევები

„ისლამურ სახელმწიფოზე“, „ჯებჰათ ან-ნუსრასა“ და სხვა, გაეროს მიერ ტერორისტულად აღიარებულ ორგანიზაციებზე გაგრძელდება.

რუსეთი სირიაში ამ ტერორისტულ ორგანიზაციებზე ავიადარტყმებს გასული წლის 30 სექტემბრიდან ახორციელებს.

ყველა ახალი ამბავი
0