რუსეთმა და აშშ-მ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი შეათანხმეს

© photo: Sputnik / Михаил Воскресенский / გადასვლა მედიაბანკშისიტუაცია სირიაში
სიტუაცია სირიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ძალაში 27 თებერვალს უნდა შევიდეს. დოკუმენტის პროექტის თანახმად, დოკუმენტიდან ამოიღეს დაჯგუფებები „ისლამური სახელმწიფო“ და „ჯებხატ ან-ნუსრა“.

თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. რუსეთმა და აშშ-მ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც სირიაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ძალაში 27 თებერვალს შევა, იტყობინება РИА Новости სააგენტო რეიტერზე დაყრდნობით. 

წყარომ სააგენტოს დაუდასტურა, რომ დოკუმენტიდან ამოიღეს დაჯგუფებები „ისლამური სახელმწიფო“ და „ჯებხატ ან-ნუსრა“.

ტელეარხი „ალ-ჯაზირა“ ნიუ-იორკში გაეროს შტაბ-ბინაში თავის თანამშრომელზე ჯეიმს ბეისზე დაყრდნობთ იტყობინება, რომ უახლოეს ხანებში შეთანხმებაზე განცხადებას გააკეთებს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი. მოწინააღმდეგე მხარეებმა სირიაში, დოკუმენტს ხელი პარასკევს, 26 თებერვალს შუა დღემდე უნდა მოაწერონ. 

მანამდე მოსკოვ-ქაიროს ჯგუფის დელეგაციაში მყოფმა წყარომ РИА Новости-ს აცნობა, რომ შეთანხმება რუსეთსა და აშშ-ს შორის სირიაში ძალადობის შეწყვეტის დოკუმენტზე, ჟენევაში მიღწეულია. პროექტი შესათანხმებელია უმაღლეს დონეზე. წყაროს თქმით, დოკუმენტი “ძალაში შევა მისი მიღებიდან ერთი კვირის განმავლობაში“. როგორც წყარო პროექტის დოკუმენტზე დაყრდნობით იტყობინება, დოკუმენტიდან ამოღებულია დაჯგუფებები „ისლამური სახელმწიფო“ და „ჯებხატ ან-ნუსრა“.

 

ყველა ახალი ამბავი
0