06:22 11 დეკემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
გერმანელები ქვეყნის სირიის კონფლიქტში მონაწილეობის წინააღმდეგ

გერმანიის შსს-მ ქვეყნაში საფრთხის მაღალი დონის შესახებ განაცხადა

© Ruptly.
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
4 0 0

გერმანიაში, უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, სადღესასწაულო დღეები სხვა დღეებისგან არ გამოირჩევა, აღნიშნა ქვეყნის შსს-ს წარმომადგენელმა პამელა მიულერ-ნიზემ, და დასძინა, რომ უსაფრთხოების ზომები პარიზის ტერაქტების შემდეგ დაამტკიცეს, რომელთა კორექტირება ვითარებიდან გამომდინარე ხდება.

თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. გერმანიაში საფრთხის დონე მაღალია, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში, ტარდება აუცილებელი ზომები, განუცხადა რუსულ საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ ორშაბათს გერმანიის შსს-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა პამელა მიულერ-ნიზემ.

„საფრთხის დონე მაღალია, ვიმეორებთ, რომ საფრთხე ისლამური ტერორიზმიდან მომდინარეობს, ის არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ სხვა ევროპული ქვეყნებისთვისაც არსებობს. უსაფრთხოების ზომები პარიზის ტერაქტების შემდეგ დავამტკიცეთ, რომელთა კორექტირება ვითარებიდან გამომდინარე ხდება“, — განაცხადა სამინისტროს წარმომადგენელმა.

მან დასძინა, რომ გერმანიაში, უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, სადღესასწაულო დღეები სხვა დღეებისგან არ გამოირჩევა.

„უსაფრთხოების უზრუნველყოფის დონე მაღალია, რადგანაც მაღალია საფრთხის დონე, ტარდება შესაბამისი ზომები“, — განაცხადა მიულერ-ნიზემ, თუმცა ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების შესახებ ინფორმაციის მოწოდებაზე უარი განაცხადა.

მთავარი თემები