ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ნიუ–იორკში ვიზიტი შეწყვიტა

© photo: Sputnik / Виталий Белоусов / გადასვლა მედიაბანკშიაფრიკა
აფრიკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცენტრალური აფრიკის დედაქალაქში არეულობა მუსლიმი მამაკაცის მკვლელობის საბაბით დაიწყო, რომლის ცხედარიც ქუჩაში იპოვეს. ამის ნიადაგზე მუსლიმების მსხვერპლი რაიონის მოსახლეობა გახდა, რომლის მცხოვრებთა უმეტესობა ქრისტიანობის მიმდევარია.

თბილისი, 28 სექტემბერი –  Sputnik. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი კატრინ სამბა–პანზა ქვეყანაში შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე, იძულებული გახდა გაეროს გენერალური ასამბლეა დაეტოვებინა, იუწყება სააგენტო „ფრანს პრესი“.

სააგენტოს გადმოცემით, კატრინ სამბა–პანზას ვიზიტი ნიუ–იორკში კვირის ბოლომდე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა, ქვეყნის პირველი პირი იძულებული გახდა ყველა დაგეგმილი შეხვედრა გაეუქმებინა და საკუთარ სახელმწიფოში დაბრუნებულიყო.

ცენტრალური აფრიკის დედაქალაქში არეულობა მუსლიმი მამაკაცის მკვლელობის საბაბით დაიწყო, რომლის ცხედარიც ქუჩაში იპოვეს. ამის ნიადაგზე მუსლიმების მსხვერპლი რაიონის მოსახლეობა გახდა, რომლის მცხოვრებთა უმეტესობა ქრისტიანობის მიმდევარია. მთელი 2015 წლის განმავლობაში, ეს ბანგაში ყველაზე მასიური არეულობაა. ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილთა რიცხვი 42–ს აღწევს.

გარდა ამისა, სამშვიდობო მისიის შეიარაღებულმა ძალებმა, ორშაბათს, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქში მასიური შეტაკებებში მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შეეგადაც სამი ადამიანი გარდაიცვალა. ვითარებას ისიც ართულებს, რომ  ქვეყნის მთავარი ციხიდან 500–მდე პატიმარი გაიქცა.

Хидашели: грузинских миротворцев ждет новая миссия в ЦАР - Sputnik საქართველო
ხიდაშელი: ქართველი მშვიდობისმყოფელები ევროკავშირის ახალ მისიაში მიიღებენ მონაწილეობას

გასულ კვირას ცენტრალურ აფრიკაში ქართველი მშვიდობისმყოფელები გაემგზავრნენ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, ქართველი სამშვიდობოების მთავარი ამოცანა იქნება ცენტრალურ აფრიკაში ევროპიდან გაგზავნილი მაღალი თანამდებობის პირების კონტინგენტის დაცვა და ესკორტირება.

ევროკავშირმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში საომარი ოპერაციები 2014 წლის 1 აპრილიდან დაიწყო და 12 ათასი მშვიდობისმყოფელი ჩააყენა. MINUSCA–ს მთავარი დავალება სამოქალაქო პირების ფიზიკური ძალადობისგან დაცვა, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის გარდამავალი მთავრობის მხარდაჭერა და ბანდფორმირებების განიარაღებაა. 2015 წლის აპრილში მისიას მანდატი გაუგრძელდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0