ხიდაშელი: ქართველი მშვიდობისმყოფელები ევროკავშირის ახალ მისიაში მიიღებენ მონაწილეობას

© facebook.com/mod.gov.geХидашели: грузинских миротворцев ждет новая миссия в ЦАР
Хидашели: грузинских миротворцев ждет новая миссия в ЦАР - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარი ამოცანა იქნება ცენტრალურ აფრიკაში ევროპიდან გაგზავნილი მაღალი თანამდებობის პირების კონტინგენტის დაცვა და ესკორტირება, განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.

თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. ევროკავშირის სამშვიდობო მისიის ფარგლებში ქართველი სამხედრო მოსამსახურეები, ნახევარი წლით ცენტრალურ აფრიკაში გაემგზავრებიან, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინბისტრმა თინათინ ხიდაშელმა ორშაიათს, 21 სექტემბერს.

ევროკავშირმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში საომარი ოპერაციები 2014 წლის 1 აპრილიდან დაიწყო. საქართველო მისიაში გასული წლის ივნისში ჩაერთო და 2015 წლის აპრილამდე იღებდა მონაწილეობას.

„საქართველოს შეიარაღებული ძალების ხუთი ოფიცერი აფრიკის ცენტრალურ რესპუბლიკაში ამ კვირაში გაემგზავრება, რათა ახალი ფუნქციებითა და დავალებებით ახალ მისიაში  ჩაერთოს“, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარი ამოცანა იქნება ცენტრალურ აფრიკაში ევროპიდან გაგზავნილი მაღალი თანამდებობის პირების კონტინგენტის დაცვა და ესკორტირება, განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.

ქართველი ჯარისკაცების გადასროლასთან დაკავშირებულ ყველა ლოგისტიკურ ხარჯს ფრანგული მხარე და ევროკავშირი ფარავს. 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0