მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რიგაში მოპიკეტეები აქციას მართავენ

© photo: Sputnik / Alexey Kudenko / გადასვლა მედიაბანკშირიგა
რიგა - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკრაინა - ეს ევროპაა”, ”გახსენით შრომის ბაზარი ევროპის მეგობრებისთვის” - ასეთი ლოზუნგები გვხვდება პიკეტის მონაწილეთა პლაკატებზე. როგორც პიკეტის ორგანიზატორებმა - უკრაინელების კონგრესი ლატვიაში - განაცხადეს, ისინი ასევე მოლდავეთის ევროკავშირთან დაახლოების მოთხოვნით გამოდიან.

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. რიგაში უკრაინის და საქართველოს დროშებით ხელში რამდენიმე ათეული ადამიანი ევროპის მეგობრებისთვის"  შრომის ბაზრის გახსნის მოთხოვნით პიკეტს აწყობს, იუწყება სააგენტო РИА Новости. 

მონაწილეებს  ხელში უკავიათ დროშები, ასევე პლაკატები წარწერებით უკრაინა — ეს ევროპაა", გახსენით შრომის ბაზარი ევროპის მეგობრებისთვის" და სხვა. პოლიციის მონაცემებით, პიკეტში დაახლოებით 40 ადამიანი მონაწილეობს.

როგორც ორგანიზატორებმა — უკრაინელების კონგრესი ლატვიაში — განაცხადეს, ისინი ასევე გამოფიან მოლდავეთის ევროკავშირთან დაახლოების მოთხოვნით.

აქცია მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. წესრიგს პოლიცია იცავს.

21-22 მაისს რიგაში ”აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტი მიმდინარეობს. ეს არის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირის პოლიტიკურ ასოცირებასა და ეკონომიკურ ინტეგრაციას აზერბაიჯანთან, სომხეთთან, ბელორუსთან, საქართველოსთან, მოლდავეთთან და უკრაინასთან. გასულ წელს ბოლო სამმა ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირებული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი.


ყველა ახალი ამბავი
0