თბილისი, 22 მაისი — Sputnik. რიგაში უკრაინის და საქართველოს დროშებით ხელში რამდენიმე ათეული ადამიანი „ევროპის მეგობრებისთვის" შრომის ბაზრის გახსნის მოთხოვნით პიკეტს აწყობს, იუწყება სააგენტო РИА Новости.
მონაწილეებს ხელში უკავიათ დროშები, ასევე პლაკატები წარწერებით „უკრაინა — ეს ევროპაა", „გახსენით შრომის ბაზარი ევროპის მეგობრებისთვის" და სხვა. პოლიციის მონაცემებით, პიკეტში დაახლოებით 40 ადამიანი მონაწილეობს.
როგორც ორგანიზატორებმა — უკრაინელების კონგრესი ლატვიაში — განაცხადეს, ისინი ასევე გამოფიან მოლდავეთის ევროკავშირთან დაახლოების მოთხოვნით.
აქცია მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. წესრიგს პოლიცია იცავს.
21-22 მაისს რიგაში ”აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტი მიმდინარეობს. ეს არის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირის პოლიტიკურ ასოცირებასა და ეკონომიკურ ინტეგრაციას აზერბაიჯანთან, სომხეთთან, ბელორუსთან, საქართველოსთან, მოლდავეთთან და უკრაინასთან. გასულ წელს ბოლო სამმა ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირებული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი.