გმადლობ... განქორწინებისთვის

CC BY 2.0 / Damian Gadal / Aloneთანამედროვე სამყარო ძალიან ხშირად ქმნის სტრესულ ვითარებას, ეს კი ჩვენს როგორც ფიზიკურ, ისე სულიერ გამოფიტვას იწვევს
თანამედროვე სამყარო ძალიან ხშირად ქმნის სტრესულ ვითარებას, ეს კი ჩვენს როგორც ფიზიკურ, ისე სულიერ გამოფიტვას იწვევს - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკარგვა ხშირად სულაც არაა დანაკარგი, არამედ ეს გათავისუფლებაა...

ჩვენ გარშემო უამრავი ახლობლისა თუ ნაცნობის ერთი შეხედვით მყარი ოჯახი ინგრევა. მიზეზი ხშირად გაურკვეველია, განსაკუთრებით, უფროსი თაობის ადამიანებისთვის: არ სცემს, ლოთი და ნარკომანი არ არის, ფული მოაქვს ოჯახში, ბავშვები უყვარს, კიდევ რა არის საჭირო?!

განშორება საწყისი წერტილი არ არის. ეს იმის შედეგია, რომ მამაკაცს აღარ უყვარხართ - Sputnik საქართველო
ორი გზა დაშორების შემდეგ: მდგომარეობიდან გამოსვლა ან თვითგვემა

განქორწინება ადამიანებში ყველაზე უარეს მხარეს წარმოაჩენს ხოლმე. ყველაზე გულუხვი შეიძლება ყველაზე ძუნწი გახდეს, ყველაზე კეთილი – სასტიკი, წყნარი – ბობოქარი, რომელიც ყველაფერს ამტვრევს გზაზე.

დღეები მდორედ მიედინება, თან – მოსაწყენად და ცუდად. დილით ამდგარი უკვე გრძნობს, რომ დაღლილია, თითქოს გალახულია ამ დღისგან. ადამიანები ძალიან იცვლებიან, გარეგნულადაც კი. ზოგი იკლებს წონაში, ზოგი – პირიქით, იმატებს, ლოყებზე სიფერმკრთალე უქრება, კარგად გამოიყურება, თითქოს ყველას ჯიბრზე.

სტრესმა ამ ადამიანებს ყველა მხრიდან დაარტყა.

 

ყველა ახალი ამბავი
0