მრავალშვილიანი ოჯახის შუქჩრდილები: 12 შვილის დედის გულახდილი ინტერვიუ

© photo: Tamila Kirtadze / FBთამილა კირთაძის შვილები
თამილა კირთაძის შვილები - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირველი შვილი 17 წლის ასაკში ეყოლა. დღეს 12 შვილის დედაა და მათ ცხოვრების ყველაზე დიდ მონაპოვრად მიიჩნევს.

გაიცანით 40 წლის თამილა კირთაძე, რომელიც ფოთში ცხოვრობს და მეუღლესთან ერთად 12 შვილს ზრდის.

© photo: Tamila Kirtadze / FBთამილა კირთაძე ოჯახთან ერთად
მრავალშვილიანი ოჯახის შუქჩრდილები: 12 შვილის დედის გულახდილი ინტერვიუ - Sputnik საქართველო
თამილა კირთაძე ოჯახთან ერთად

„ვცხოვრობ ქალაქ ფოთში. მე და ჩემი მეუღლე 24 წლის წინ დავქორწინდით. მაშინ 16 წლის ვიყავი. პირველი შვილი 17 წლის ასაკში მეყოლა. პატარა პირველად რომ ავიყვანე ხელში, ენით აუწერელი ემოცია განვიცადე. დედობა სამყაროში ყველაზე ამაღლებული გრძნობაა“, – ამბობს ქალბატონი თამილა.

ხშირად უფიქრია ბევრ შვილზე, სურდა ოთხი შვილი ჰყოლოდა, თუმცა ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ 12 შვილის დედა იქნებოდა. შვილები, შეიძლება ითქვას, მარტომ გაზარდა, რადგან მეუღლე სულ მუშაობდა. მოგეხსენებათ, არც ისე მარტივია მრავალრიცხოვანი ოჯახის შენახვა. ამის მიუხედავად ქალბატონ თამილას არასოდეს დაუწუწუნია.

© photo: Tamila Kirtadze / FBთამილა კირთაძე შვილებთან ერთად
მრავალშვილიანი ოჯახის შუქჩრდილები: 12 შვილის დედის გულახდილი ინტერვიუ - Sputnik საქართველო
თამილა კირთაძე შვილებთან ერთად

„მეუღლე იშვიათად მეხმარებოდა, რადგან ყოველთვის მუშაობდა. იმდენად დატვირთული გრაფიკი ჰქონდა, ღამის ცვლაშიც კი მუშაობდა. მოგეხსენებათ, როგორი რთულია ამხელა ოჯახის შენახვა, ბავშვებს ძალიან ბევრი რამე სჭირდებათ. ამიტომ მათ ძირითადად მარტო ვზრდიდი. დღეს უფროსები ძალიან მეხმარებიან პატარების გაზრდაშიც და სახლის საქმეშიც. მათი იმედი მაქვს ყველაფერში, თორემ ამდენს მარტო ვერ შევძლებდი“.

უფროსი შვილი 23 წლისაა. დღეს მას უკვე თავისი ოჯახი აქვს. ჰყავს ერთი შვილი – წლის და ცხრა თვის ულამაზესი ბიჭუნა. ქალბატონი თამილა ისეთივე ყურადღებიანი და თბილი ბებიაა, როგორიც დედა.

© photo: Tamila Kirtadze / FBთამილა კირთაძის შვილები
მრავალშვილიანი ოჯახის შუქჩრდილები: 12 შვილის დედის გულახდილი ინტერვიუ - Sputnik საქართველო
თამილა კირთაძის შვილები

„უფროსი შვილი 23 წლისაა. მას უკვე თავისი ოჯახი აქვს. ჩემი ოთხი შვილი სკოლაში დადის. ბაღში არც ერთი არ გამიშვია. სულ ვამბობ, მირჩევნია ჩემთან ერთად იყვნენ. უფროსი ბიჭები სპორტით არიან დაკავებული, პატარებიც მათ ბაძავენ. ვცდილობ ყოველთვის იყვნენ ჩართული აქტიურ ცხოვრებაში. ეს მათაც ძალიან მოსწონთ“, – ამბობს ქალბატონი თამილა.

ალბათ ბევრს გაგიჩნდებათ კითხვა, როგორ ახერხებს მრავალშვილიანი დედა თითოეულ შვილს სათანადო ყურადღება მიაქციოს, სითბო გაუნაწილოს. მართალია, ეს მარტივი არ არის, მაგრამ შესაძლებელია.

© photo: Tamila Kirtadze / FBთამილა კირთაძის შვილთან ერთად
მრავალშვილიანი ოჯახის შუქჩრდილები: 12 შვილის დედის გულახდილი ინტერვიუ - Sputnik საქართველო
თამილა კირთაძის შვილთან ერთად

„ვცდილობდი ყურადღება და სითბო თითოეულზე ერთნაირად გადამენაწილებინა. ეს ადვილი არ არის, თუმცა მეტ-ნაკლებად გამომდიოდა. რა თქმა უნდა, ეჭვიანობის მომენტები იყო, მაგრამ მნიშვნელოვანი არაფერი. ზოგჯერ კინკლაობენ კიდეც, როგორც ყველა დედმამიშვილი, მაგრამ თორმეტივეს ძალიან უყვართ ერთმანეთი და ერთმანეთისთვის ბევრ რამეს დათმობენ“.

მართალია, ოჯახის ცხოვრება ია-ვარდით არ ყოფილა მოფენილი, იყო ბევრი პრობლემა, სირთულე, თუმცა ერთმანეთის თანადგომით, ერთიანობით ყველაფერი გადალახეს. დღესაც ყველა ერთად იბრძვის პრობლემების წინააღმდეგ.

„სხვების სახელით გამიჭირდება საუბარი. ჩემი გადმოსახედიდან ალბათ პირველ რიგში უმუშევრობაა დიდი პრობლემა. დაბალი ანაზღაურებით ამდენი შვილი გაზარდო, ამხელა ოჯახი შეინახო, დამეთანხმებით, ადვილი არ არის. თუმცა, მარტო ჩემთვის კი არა, ალბათ არც ერთი დედისთვის არ არსებობს დაუძლეველი პრობლემა, როცა შვილებს ეხება საქმე. შვილები ღვთის საჩუქარია. ჩვენ კი ვალდებული ვართ, მათ გავუფრთხილდეთ და დავიცვათ“.

როგორც ქალბატონმა თამილამ საუბრის დასასრულს აღნიშნა, არასოდეს არ დაუგეგმია საკუთარი ცხოვრება, არის მინდობილი უფლის ნებას და როგორც უფალი ინებებს, შემდეგშიც ისე წარიმართება მათი ცხოვრება.

ყველა ახალი ამბავი
0