პროდუქტები, რომლებიც შეგიძლიათ შეუზღუდავად მიიღოთ და თან წონაში არ მოიმატოთ

CC BY-SA 2.0 / Michael Stern / Wall Foodხილ-ბოსტნეული
ხილ-ბოსტნეული - Sputnik საქართველო
გამოწერა
როდესაც ფიგურას უფრთხილდებით, ფრთხილობთ, რომ წონაში არ მოიმატოთ, იცავთ დიეტებს, არის პროდუქტები, რომლებიც შეგიძლიათ შეუზღუდავად მიიღოთ. ეს პროდუქტები მდიდარია უჯრედისით და თან - დაბალკალორიულია, რაც ნიშნავს, რომ ისინი კარგად ანაყრებს და აუმჯობესებს საჭმლის მონელების სისტემას.

პოპკორნი

თუ პოპკორნს უზეთოდ და შაქრის გარეშე მოამზადებთ (მაგალითად, შეგიძლიათ ცოტაოდენი მარილი დაამატოთ), მისი მიღება თავისუფლად შეიძლება. პოპკორნის კალორიულობა ამ შემთხვევაში სულ 31 კილოკალორიას შეადგენს (პორცია — დაახლოებით 200 გრამი).

© Flickr / veggiefrogპოპკორნი
პოპკორნი - Sputnik საქართველო
პოპკორნი

ნიახური

ნიახური 95%-ით წყლისგან შედგება. ის ზედმეტი წონის დაკლებასა და ორგანიზმის დეტოქსიკაციას უწყობს ხელს.

ბადრიჯანი

შეგიძლიათ მიირთვათ შემწვარი ბადრიჯანი, თან შეუზღუდავად, ოღონდ მოამზადეთ ის გრილზე ცხიმის გარეშე. მისი კილოკალორიაა 24.

ნიახური - Sputnik საქართველო
ნიახურის სუპი – ჯადოსნური დიეტა წონის დასაკლებად

ფორთოხალი, გრეიპფრუტი და მანდარინი

ზედმეტი წონის თავიდან ასარიდებლად ხშირად ბევრი ხილის მიღებას არ ურჩევენ, მაგრამ ეს ციტრუსებს არ ეხება. ისინი უჯრედისით არის მდიდარი, რომელიც საჭმლის მონელებას არეგულირებს და წონის ბუნებრივად კლებას უწყობს ხელს. გარდა ამისა, უჯრედისი დანაყრების შეგრძნებას იწვევს და შიმშილის გრძნობას ახშობს.

საზამთრო და ნესვი

ერთი ნაჭერი საზამთრო შეიცავს 60-70 კკალორიას (ნესვი ოდნავ მეტს), ამიტომ მათი ჭამა მთელი დღის განმავლობაში შეგიძლიათ. საზამთროსა და ნესვს ორგანიზმიდან ზედმეტი სითხე გამოაქვს და კარგადაც ანაყრებს.

ზღვის წყალმცენარეები

ზღვის წყალმცენარეები (ლამინარია და სხვა) იოდის უმდიდრესი წყაროა, ის ფარისებრი ჯირკვლის სწორ მუშაობას უწყობს ხელს, ეს კი ნიშნავს, რომ ჰორმონალური ფონი წესრიგში იქნება და წონა ნორმაში დარჩება.

CC BY-SA 2.0 / Flickr/ Lisa Pinehill / Vegetablesთქვენი რაციონი აუცილებლად გაამდიდრეთ ბოსტნეულით
თქვენი რაციონი აუცილებლად გაამდიდრეთ ბოსტნეულით - Sputnik საქართველო
თქვენი რაციონი აუცილებლად გაამდიდრეთ ბოსტნეულით

ყაბაყი

ყაბაყის ერთი პორცია მხოლოდ 42 კილოკალორიას შეიცავს. ის არეგულირებს წყალ-მარილოვან ბალანსს ორგანიზმში, რაც გახდომის მოყვარულებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამასთან, ყაბაყის მეშვეობით მეორე კერძების კალორიულობის შემცირება შეიძლება.

კიტრი

შეუცვლელი ბოსტნეულია გახდომის მსურველებისთვის — ის ებრძვის შეშუპებას და წონაში დაკლება ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ნივთიერებების მიღების ფონზე ხდება.

უშედეგო დიეტა - Sputnik საქართველო
მათთვის, ვინც დიეტაზეა, მაგრამ წონაში მაინც ვერ იკლებს

ჭარხალი

ჭარხალი მიკროელემენტების შესანიშნავი წყაროა, კერძოდ — მანგანუმის, რაც ორგანიზმს ეხმარება ცხიმების დაწვაში, კუნთების მუშაობაში, არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს. ჭარხლის ერთი პორცია 40 კილოკალორიას შეიცავს.

კვერცხი

მისი მიღება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, თუნდაც ღამით, თუ შიმშილმა შეგაწუხათ — ერთ გრამსაც არ მოიმატებს. რა თქმა უნდა, ჯობია, მოხარშული კვერცხი მიიღოთ.

ანანასი

უგემრიელესი ხილია და ნამდვილი მეგობარი გახდომის მსურველებისთვის. მასში შემავალი ბრომელაინი აქტიურად შლის ცხიმებს და ხელს უწყობს ცილების გადამუშავებას.

ვაშლი და ქლიავი

ერთ ვაშლში სულ 50 კილოკალორიაა. ის ანაყრებს და ნაწლავების მუშაობას არეგულირებს. ქლიავი კი С ვიტამინით არის მდიდარი, რომელიც გულისა და სისხლძარღვების მუშაობას ეხმარება.

რუკოლა და სალათის ფოთოლი

რუკოლა და სალათის ფოთოლი ფოლიუმის მჟავის შესანიშნავი წყაროა. მისი ჭამა კილოგრამობით შეიძლება. ერთ ფურცელში მხოლოდ 3 კილოკალორიაა.

ჰორმონების დონის მოწესრიგებაში სპორტი და დასვენება დაგეხმარებათ - Sputnik საქართველო
„დამნაშავე“ ჰორმონები – რატომ ვერ ვიკლებთ წონაში?

კენკროვანი ხილი: მოცხარი, შტოში, მარწყვი

დიდი რაოდენობით С ვიტამინი მოცხარსა და შტოშში ორგანიზმს ცხიმის დაწვაში ეხმარება. მოცხარს ასევე შარდმდენი ეფექტი გააჩნია, რაც ნიშნავს, რომ ორგანიზმიდან ზედმეტი სითხე გამოაქვს, ეს კი წელის არეში ზედმეტი კილოგრამების დაგროვებას ებრძვის. მარწყვს შესანიშნავი საკვები თვისებები აქვს, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და გულსა და სისხლძარღვებს ჯანმრთელობას უნარჩუნებს.

კომბოსტო, ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო

ყველა სახის კომბოსტო „დიეტომანების“ ერთ-ერთი მთავარი მოკავშირეა. დაჭრილ პორცია კომბოსტოში სულ 7 კალორიაა. მისგან მრავალი კერძის მომზადება შეიძლება. რა თქმა უნდა, ყოველდღე და დღეში სამჯერ კომბოსტოს მიღება არ ღირს, რადგან მასში შემავალი ნივთიერებები იოდის ათვისებას ეღობება წინ. მაგრამ ის აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის მუშაობისთვის. მისი ჩართვა კვების რაციონში კვირაში რამდენჯერმე შეიძლება.

ყველა ახალი ამბავი
0