თაფლობის თვის დასასრული, ანუ ცხოვრება „ჰეფი ენდის“ შემდეგ

CC BY 2.0 / Susan Nicole Cinci Csere / Marriageდიდი ხნის პარტნიორებმა იციან ერთმანეთის არა მხოლოდ ჩვევები, არამედ მოთხოვნებიც
დიდი ხნის პარტნიორებმა იციან ერთმანეთის არა მხოლოდ ჩვევები, არამედ მოთხოვნებიც - Sputnik საქართველო
გამოწერა
დასრულდა თაფლობის თვე - სიყვარულით „გავძეხით“, ვიალერსეთ, ვისაუბრეთ, დავიღალეთ, თვალებში ნაპერწკალი ჩაგვიქრა. ქორწინებაში ყველაზე დიდი გამოცდა ყოველდღიურობა, ყოფაა, უნარის შესუსტება – რომ უწინდელი მღელვარებით აღიქვან ერთმანეთი.

„ნამდვილი სიყვარული ის კი არ არის, რომელიც დიდი ხნით განშორებას უძლებს, არამედ ის, რომელიც დიდი ხნით სიახლოვეს უძლებს“ — ჰელენ როულენდი

ადამიანები ერთმანეთს რეალურად მას შემდეგ იცნობენ, რაც ერთად ცხოვრებას იწყებენ. ქორწინებამდე — ოცნებები, ქორწინების შემდეგ — იმედგაცრუება.

გვწამდა, რომ შეხვედრების ზეიმი უწყვეტ დღესასწაულში გადაიზრდებოდა. გვწამდა, რომ ქორწილის შემდეგ ყველაფერი უკეთესად იქნებოდა, ხოლო სიყვარული — უფრო განმტკიცდებოდა. ქორწინების შემდეგ კი პრობლემები რჩება და ახალი ემატება: როგორ ვიცხოვროთ, როგორ შევეწყოთ…

ქორწინებამდე მამაკაცი შეხვედრებს უზრუნველყოფს, ქორწინების შემდეგ ოჯახი უნდა უზრუნველყოს, არჩინოს. ქალი პრინცესობიდან მოახლედ გარდაიქმნება. თაყვანისმცემლები, პაემნები, ყვავილები, ცეკვები… თავისუფალი ცხოვრების ლამაზი ატრიბუტები იცვლება ოჯახური მზრუნველობით, მძიმე ჩანთებით, ჭუჭყიანი ქვაბებით და, სადაცაა, ბავშვის პამპერსების კარზე მოდგომით…

დასრულდა თაფლობის თვე — სიყვარულით „გავძეხით“, ვიალერსეთ, ვისაუბრეთ, დავიღალეთ, თვალებში ნაპერწკალი ჩაგვიქრა. ქორწინებამდე გრძნობები განშორებებით თბებოდა, ახლა ყოველდღე — ერთად. ქორწინებაში ყველაზე დიდი გამოცდა ყოველდღიურობა, ყოფაა, უნარის შესუსტება – რომ უწინდელი მღელვარებით აღიქვან ერთმანეთი. შეიძლება დადგეს ემოციური გადატვირთვა და ამას ღრმა გულგრილობა მოჰყვეს.

© photo: Pixabay / mountainmauriceსიყვარული პირველი რომანტიკული ოცნებებიდან იწყება
სიყვარული  პირველი რომანტიკული ოცნებებიდან იწყება - Sputnik საქართველო
სიყვარული პირველი რომანტიკული ოცნებებიდან იწყება

პარტნიორების მუდმივი ურთიერთობების დროს არანაირ პირობას, ძალისხმევას არ შეუძლია გრძნობების შენარჩუნება ისეთივე მაღალ დონეზე, როგორიც ურთიერთობების დასაწყისში იყო. ემოციურ აღმასვლას აუცილებლად მოჰყვება ვარდნა.

ქორწინების შენარჩუნებაში დიდ როლს თამაშობს პარტნიორების ფსიქოლოგიური განწყობა. პესიმისტები და ოპტიმისტები ამა თუ იმ ემოციების სიჭარბეს სხვადასხვაგვარად აღიქვამენ. ოპტიმისტები მეტ ყურადღებას უთმობენ დადებით პერიოდებს, ისინი, როცა პარტნიორთან გარკვეულ გაუცხოებას ატყობენ, მშვიდად ელოდებიან სასიკეთო პერიოდს.

პესიმისტებს კი არ შეუძლიათ წარსული კონფლიქტების დავიწყება, რაც აძლიერებს ისედაც მაღალ შინაგან დაძაბულობას. ამას წყვილის სიყვარულზე გარკვეული ნაჭდევის დატოვება შეუძლია. ასაკთან ერთად სიყვარულისადმი დამოკიდებულება იცვლება. პირველ პლანზე უკვე სხვა ფასეულობები გამოდის, რაც სიყვარულს ავიწროებს.

თქმა არ უნდა, რომ სიყვარული ერთ-ერთი ურთულესი მოვლენაა. მოსიყვარულე ადამიანების ურთიერთობები მოიცავს ძალიან ბევრ ინდივიდუალურ, განუმეორებელ მახასიათებლებსა და ნიშნებს, და ეს ინდივიდუალური, განუმეორებელი ხშირად უფრო არსებითი და მნიშვნელოვანია, ვიდრე ზოგადი.

ქალის ტვინის მოწყობილობა სიყვარულის, როგორც სექსის განსაზღვრებას ვერ ეგუება - Sputnik საქართველო
სიყვარული, სექსი და...

ფსიქოლოგიური თავსებადობა — ესაა ადამიანების ტემპერამენტების, ხასიათების, ემოციურ-ნებელობითი ნიშნების თავისებურებები. ერთი ადამიანი შეიძლება ემოციურად დამოკიდებელი იყოს, მუდმივად ესაჭიროებოდეს მხარდაჭერა, მოწონება, რთულად იტანდეს მარტოობას. მეორეს უყვარდეს განმარტოება, ადამიანებთან ერთად დაძაბული იყოს. ერთი შებოჭილი იყოს, მეორე — გახსნილი.

არიან სიცოცხლისმოყვარული ადამიანები, ადვილად ეწყობიან სხვის ტალღაზე, იოლად ურთიერთობენ ადამიანებთან; არიან საკუთარ თავზე „ჩაციკლულებიც“, რომლებიც ძნელად აღიქვამენ სხვების განწყობას; ზოგს შეუძლია, სულ იოლად იჩხუბოს და ასევე იოლად დაივიწყოს ეს, ზოგი კი ყოველ წვრილმანს ღრმად და დიდხანს განიცდის, წყენას გულში ინახავს და მუდამ იტანჯება.

ზოგი ადამიანი ეძებს ძლიერ შთაბეჭდილებებს, იმპულსურია, ადვილად ეგუება სხვა ადამიანებს და ასევე ადვილად შორდება მათ, მხიარულია, უყვარს ხმაური და კომპანიები; მეორე თავშეკავებულია, მერყევი, უყვარს საკუთარ თავში ჩაღრმავება, გრძნობებს აკონტროლებს, თუმცა მნიშვნელოვნად ძლიერ განიცდის. და იმაზე, თუ რამდენად ჰარმონიულად ერწყმის წყვილის ესა თუ ის ფსიქოლოგიური თავისებურება, ბევრადაა დამოკიდებული მათი ურთიერთობები და ურთიერთობების ხასიათი.

ათასობით რომანი, პიესა თუ ფილმი მოგვითხრობს სიყვარულზე, შეყვარებულებზე და მათი უმეტესობა „ჰეფი ენდით“ — ბედნიერი წყვილის მგზნებარე კოცნით ან ქორწილით სრულდება, რაც გულისხმობს, რომ მათ „დიდხანს და ბედნიერად იცხოვრეს“. მაგრამ როგორ ცხოვრობდნენ ისინი „დიდხანს და ბედნიერად“ — ამაზე ზღაპრები, ფილმები და რომანები არაფერს გვიყვებიან.

CC BY 2.0 / dw1FLY / THEDDY MAGPAYO / loversქორწინებამდე პარტნიორები ცდილობენ, საკუთარი თავი უკეთესად წარმოაჩინონ, ვიდრე სინამდვილეში არიან
ქორწინებამდე პარტნიორები ცდილობენ, საკუთარი თავი უკეთესად წარმოაჩინონ, ვიდრე სინამდვილეში არიან - Sputnik საქართველო
ქორწინებამდე პარტნიორები ცდილობენ, საკუთარი თავი უკეთესად წარმოაჩინონ, ვიდრე სინამდვილეში არიან

ქორწინება რომ ორი ზრდასრული ადამიანის საქმეა, ცნობილია. თუმცა, ბევრი ქორწინება იმიტომ მთავრდება, რომ ერთ-ერთი ან ორივე პარტნიორი, მიუხედავად მოზრდილი ასაკისა, ემოციურ დონეზე მაინც ბავშვად რჩება.

საიდან იწყება სიყვარული? ბედნიერი, ჯადოსნური შეხვედრიდან, რომელსაც მოსდევს არანაკლებ ბედნიერი ქორწინება? არა, სიყვარული, როგორც წესი, ბევრად უფრო ადრე იწყება — პირველი რომანტიკული ოცნებებიდან. რომანტიკული ოცნებები კი ასაკთან ერთად არ ქრება, უბრალოდ, სიღრმეში იმალება და თუ გოგონა ხვდება ისეთ ადამიანს, რომელიც ოდნავ მაინც აგონებს თავისი ოცნების გმირს, ის ფიქრობს, რომ ოცნება რეალიზებული გახდა. იდეალურ მამაკაცზე წარმოდგენა ბევრ გათხოვილ ქალსაც კი არ ტოვებს.

ძალიან ხშირად გოგონა, როგორც კი თხოვდება, ქმრისგან „სულელური ჩვევების გამოდევნას“, მის „აღზრდას“ იწყებს: ამის შემდეგ ქმარი სახლში უნდა იჯდეს, უნდა დაივიწყოს თავისი მეგობრები, ჭამოს მხოლოდ ის, რასაც მიართმევენ, თუ არ მოსწონს, თვითონ მოიმზადოს და ა.შ.

მამაკაცურ პოლიგამიას თანდათან მონოგამია ანაცვლებს - Sputnik საქართველო
რაზეა დამოკიდებული მამაკაცის ერთგულება?

ამასთან, ქალი, რომელიც ასე იქცევა, მიიჩნევს, რომ „კეთილი ფერიაა“, რომელიც ზრუნავს ქმარზე და მის სასიკეთოდ მოქმედებს. ოჯახური ცხოვრების მთელი ფოკუსი ისაა, რომ მას შეუძლია მხოლოდ გამოავლინოს პარტნიორებში არსებული თვისებები და არა — კარდინალურად შეცვალოს ან ახალი შექმნას. პირველ რიგში, ისწავლეთ, რომ პატივი სცეთ სხვა ადამიანში პიროვნებას და მალე მოიშორეთ ვარდისფერი სათვალე.

ოჯახური ცხოვრების წარმატება დამოკიდებულია არა პარტნიორის „გადაკეთებაზე“, არამედ ჩვენი ლმობიერების, შემწყნარებლობის, მოქნილობის ხარისხზე, უნარზე – ჩავწვდეთ პარტნიორის აზრებსა და გრძნობებს.

ქორწინებამდე პარტნიორები საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობდნენ. ისინი ხვდებოდნენ ერთმანეთს, არც თუ ცოტა დროს ატარებდნენ ერთად, მათი გრძნობები ვითარდებოდა და მტკიცდებოდა, მაგრამ, ამავდროულად, თითოეული ცდილობდა, მეორის თვალში უკეთესი გამოჩენილიყო, ვიდრე სინამდვილეშია. ქორწინების შემდეგ „უკეთესად გამოჩენის“ „საჭიროება“ აღარ არის და ადამიანები ერთმანეთის წინაშე საკუთარი ღირსებებითა და ნაკლოვანებებით წარდგებიან.

საჭიროა მუდამ კორექტივები შეიტანოთ ურთიერთობებში, გამოიყვანოთ ჩიხიდან, კონფლიქტის ენერგია ორივე პარტნიორის პიროვნულ ზრდაზე მიმართოთ და არა ურთიერთბრალდებებსა და განქორწინებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ურთიერთობების მთელი ენერგია, დაგროვილი მთელი სიბრძნე და გამოცდილება იმაზე მიდის, რომ ერთმანეთი დაადანაშაულოთ, ბრალი და პასუხისმგებლობა მეორეს დააკისროთ. მაშინ ადამიანები ერთმანეთს, სულიერი გაგებით, აბსოლუტურად გაღატაკებული შორდებიან.

© Flickr / FL/Hernán Piñeraოჯახური ცხოვრების წარმატება დამოკიდებულია არა პარტნიორის „აღზრდაზე“, არამედ უნარზე, ჩავწვდეთ პარტნიორის აზრებსა და გრძნობებს.
ოჯახური ცხოვრების წარმატება დამოკიდებულია არა პარტნიორის „აღზრდაზე“, არამედ უნარზე, ჩავწვდეთ პარტნიორის აზრებსა და გრძნობებს. - Sputnik საქართველო
ოჯახური ცხოვრების წარმატება დამოკიდებულია არა პარტნიორის „აღზრდაზე“, არამედ უნარზე, ჩავწვდეთ პარტნიორის აზრებსა და გრძნობებს.

თითოეული ადამიანისთვის მნიშვნელოვანია, რომ დროის რაღაც მონაკვეთი განმარტოვდეს მშვიდ ვითარებაში და რამეზე იფიქროს, რაღაც გაიხსენოს, გააანალიზოს ისევე, როგორც მოთხოვნილება, ხანდახან ვითარება შეიცვალოს.

მეუღლისა და ოჯახის ინტერესების გარდა გვყავს მეგობრები, გვაქვს საკუთარი ინტერესები. ეს ნორმალური და ბუნებრივია. ქორწინება არ ნიშნავს თქვენი პიროვნული განვითარების დასასრულს, განვითარებისთვის კი პირადი დრო და სივრცეა საჭირო.

მყარი ქორწინების აგება რთული ამოცანაა. იმისთვის, რომ პარტნიორების ურთიერთობები მყარი იყოს და ცოლ-ქმარმა თავი ბედნიერად იგრძნოს, აუცილებელია გავიაზროთ, რა სირთულეები სდევს თან ქორწინებას სხვადასხვა ეტაპზე. ეს ურთიერთობების გამტკიცებასა და გაუმჯობესებაში გვეხმარება.

ნამდვილი ქალურობის გასაღები ოთხივე მდგომარეობის ბალანსია - Sputnik საქართველო
დომინანტი - დედოფალი, დიასახლისი, გოგონა თუ საყვარელი?

პირველი ეტაპი: ვნება

ეს თაფლობის თვეა, როდესაც წყვილს რომანტიკა და ძლიერი ურთიერთმიზიდულობა აკავშირებს. როდესაც უკან ვიხედებით, ეს სტადია ძალზე მოკლე გვეჩვენება. როგორც წესი, ორი წლის შემდეგ წყვილების უმრავლესობა საწყის ვნებას კარგავს (თუმცა ესეც წყვილზეა დამოკიდებული). ეს სტადია საკმაოდ მძლავრი და მნიშვნელოვანია. სწორედ ბუნების შექმნილი ქიმიური ნივთიერებების ტალღა აიძულებს წყვილს, ყველაფერი უკან მოიტოვოს და გვარის გაგრძელებაზე იზრუნოს.

მეორე ეტაპი: გაცნობიერება

თაფლობის თვე მთავრდება და ცხოვრების უფრო რეალური აღქმის პერიოდი იწყება. ამ ეტაპზე ხედავთ, რომ თქვენი მეუღლე არა მხოლოდ ცოცხალი ადამიანია, არამედ ბევრი ნაკლიც აქვს. იმედგაცრუება და პირველი კონფლიქტები — ესაა ძირითადი დამახასიათებელი ნიშანი ამ რთული, გარდაუვალი პერიოდისა და თითოეული მეუღლე დგამს პირველ ნაბიჯებს იმისთვის, რათა მიიღოს თავისი მეორე ნახევარი ისეთი, როგორიც არის.

CC BY 2.0 / Flickr/ Chilanga Cement / ბედნიერება ქორწინებაში რამდენიმე ათწლეული თანაცხოვრების შემდეგ დგება
ბედნიერება ქორწინებაში რამდენიმე ათწლეული თანაცხოვრების შემდეგ დგება - Sputnik საქართველო
ბედნიერება ქორწინებაში რამდენიმე ათწლეული თანაცხოვრების შემდეგ დგება

მესამე ეტაპი: დაპირისპირება

წყვილის ცხოვრებაში მოდის პერიოდი, როდესაც საკუთარი ინტერესები ქორწინების ინტერესებზე მაღლა დგება. თითოეულს ჰგონია, რომ თვითონ მართალია, პარტნიორი კი ცდება. ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ამ სტადიაზე დაპირისპირების თავიდან აცილება, პრაქტიკულად, შეუძლებელია. თუმცა აქ მნიშვნელოვანია ის ხერხი, რომლითაც კონფლიქტების გადაჭრას ისწავლით, რადგან ხშირად თვითონ კონფლიქტის ბუნება ხდება დისკუსიის არსი და არა მისი საგანი, რასაც პრობლემებამდე მივყავართ.

მეოთხე ეტაპი: თანამშრომლობა

იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდა ქორწინება, ის უფრო რთული ხდება. იზრდება კარიერა, პირადი ვალდებულებები, სახლი ფართოვდება. ქორწინება საქმიან ხასიათს იძენს. სიყვარულს თუ გვერდზე გადავდებთ, რჩება გადასახდელი ქვითრები, კარიერა, ჯანმრთელობაზე და, რა თქმა უნდა, ბავშვებზე ზრუნვა.

ქალი მამაკაცზე ათჯერ მეტად ემოციურია —  ასეა ბუნებით დაწესებული - Sputnik საქართველო
ემოცია - ქალის მთავარი ძალა

მეხუთე ეტაპი: შეერთება

თუ წყვილს შვილები ჰყავს, როგორც წესი, თანამშრომლობის პერიოდი დაახლოებით 10-20 წელი გრძელდება, მერე შვილები ტოვებენ მშობლიურ კერას. მშობლის ვალდებულებები მცირდება… ბედნიერი წყვილებისთვის ერთმანეთის ახლებურად შეფასების დრო დგება. საშუალო ასაკში წყვილები აწყდებიან პრობლემებს, რაც დაკავშირებულია დისტანციისა და იმედგაცრუების გადალახვასთან.

მეექვსე ეტაპი: აფეთქება

ამ პერიოდში ხდება დიდი ცვლილებები მეუღლეების ცხოვრებაში, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს სამსახურის დაკარგვასთან, ფინანსურ სიძნელეებთან, საცხოვრებელი ადგილის გამოცვლასთან, მშობლების გარდაცვალებასთან და ა.შ. აფეთქების სტადია ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს, მაგრამ, ძირითადად, 40-50 წლის ასაკში ხდება. ამ დროს მეუღლეების ურთიერთმხარდაჭერაზე ბევრი რამაა დამოკიდებული.

მეშვიდე ეტაპი: დასრულება

ბედნიერება ქორწინებაში რამდენიმე ათწლეულიანი თანაცხოვრების შემდეგ დგება. ბავშვები გაიზარდნენ, პარტნიორები ერთმანეთს ძალიან კარგად იცნობენ, იციან ერთმანეთის არა მხოლოდ ჩვევები და ნაკლოვანებები, რომელსაც ითმენენ, არამედ ერთმანეთის მოთხოვნებიც.

ყველა ახალი ამბავი
0