20:35 05 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9977
  • 100 RUB4.4985
  • USD3.3190
ამინდი
მოკლე ბმულის მიღება
6023 0 0

გავრცელებული ინფორმაციით, ბულვარის ტერიტორიაზე ზღვამ დიდი რაოდენობით ქვა-ღორღი გამორიყა, რის გამოც გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება გახდა საჭირო

თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. ზღვის ძლიერი ღელვის შედეგად ახალ ბულვარში ერთ კილომეტრიან მონაკვეთზე სასეირნო ბილიკი ქვა-ღორღით დაიფარა, იუწყება აჭარის ტელევიზია.

გავრცელებული ინფორმაციით, ტერიტორიაზე დილიდან გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა. ადგილზე სანიტარული დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ.

როგორც გარემოსდამცველმა კახა გუჩმანიძემ განაცხადა, ახალ ბულვარში ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარების მიუხედავად  პრობლემა კვლავ მოუგვარებელი დარჩა. სანიტარული დასუფთავების სამსახურის უფროსი კი ამბობს, რომ ნაპირდაცვითი სამუშაოები სხვა ტერიტორიაზე ჩატარდა და ეს შემთხვევა მასთან კავშირში არ არის.

მანამდე, ძლიერი შტორმის შედეგად ფოთში, კუნძულის უბნის სანაპირო დაიტბორა. ზღვის ღელვა 4-5 ბალს აღწევდა.

 

მთავარი თემები