08:47 25 თებერვალი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0355
  • 100 RUB4.5065
  • USD3.3198
ამინდი
მოკლე ბმულის მიღება
ტრანსპორტი საქართველოში (395)
286 0 0

საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის კობი–გუდაურის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო ტრანსპორტის მოძრაობა 11 იანვრიდან აიკრძალა

თბილისი, 20 იანვარი – Sputnik. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე როგორც გუდაურიდან, ასევე კობიდან გზის გაწმენდითი სამუშაოები მეორე დღეა ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გზის აღნიშნულ მონაკვეთზე კვირაზე მეტია რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ყველა სახის ტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია. ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის მაღალი დონეა.

გავრცელებული ინფორმაციით, გზის ძირითადი ნაწილი უკვე გაწმენდილია.

„რჩება მხოლოდ 3 კილომეტრი (99-101–ე კმ), საიდაც 101-ე კილომეტრზე ზვავსაშიშროება ნარჩუნდება და გაწმენდითი სამუშაოების დაწყება აღნიშნულ 1 კილომეტრზე ჯერ ვერ ხერხდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები ზვავსაშიშროების რეჟიმის მოხსნისთანავე დაიწყება, რათა უმოკლეს ვადებში აღდგეს ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის ტრასა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო გზაა, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს.

თემები:
ტრანსპორტი საქართველოში (395)

მთავარი თემები