16:02 26 თებერვალი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0680
  • 100 RUB4.5218
  • USD3.3265
ამინდი
მოკლე ბმულის მიღება
ამინდი საქართველოში (464)
8332 0 0

მაღალმთიან აჭარასა და მის მეზობელ გურიაში თოვლის საფარი ზოგან 70 სანტიმეტრს აღწევს, რამაც ადგილობრივ მოსახლეობას გარკვეული პრობლემები შეუქმნა.

თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. მაღალმთიან აჭარაში დიდი თოვლი მოვიდა. თოვლის საფარი ზოგიერთ ადგილზე 70 სანტიმეტრს აღწევს, იუწყება ქართული მასმედია.

ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 21 იანვარს>>

ხულოს მუნიციპალიტეტში შიდა გზებზე გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებით არის შესაძლებელი, მაგრამ ცენტრალურ გზაზე მოძრაობა თავისუფალია.

ხულოში, ბარში თოვლის საფარი საშუალოდ 20 სანტიმეტრია, ხოლო მაღალმთიან სოფლებში 60 სანტიმეტრს აღწევს.

ქედის მუნიციპალიტეტში უამინდობის გამო ელექტრომომარაგების პრობლემა გაჩნდა. მაღალ მთაში თოვლის საფარი 70 სანტიმეტრს აღწევს. თოვლის სიმძიმის გამო ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანდა.

ადგილზე ელექტროგამანაწილებელი კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ სპეციალისტების მობილური ჯგუფები მუშაობენ.

აჭარის მუნიციპალიტეტებში მობილიზებულია ტექნიკა, მიმდინარეობს გზების გაწმენდა.

თოვლი მოვიდა გურიაშიც. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში მისი სიმაღლე 70 სანტიმეტრს აღწევს. გზები გაწმენდილია და ტრანსპორტი თავისუფლად გადაადგილდება.

თოვლი მოვიდა ლანჩხუთსა და ოზურგეთშიც, მაგრამ თოვლის საფარი აქ მცირეა.

თემები:
ამინდი საქართველოში (464)

მთავარი თემები