მოსალოდნელმა ყინვამ შესაძლოა დასავლეთ საქართველოში ციტრუსის დაუკრეფავი მოსავალი და ერთწლიანი ნაზარდები დააზიანოს
თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს მთელს ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში მოსალოდნელია ყინვა, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
24-25 დეკემბერს დასავლეთ, ხოლო 24-26 დეკემბერს აღმოსავლეთ საქართველოში ღამის საათებში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში მოსალოდნელმა ყინვამ (-2, -4 გრადუსამდე) შესაძლებელია ციტრუსების ერთწლიანი ნაზარდები და დაუკრეფავი ნაყოფი დააზიანოს.
ხვალიდან ნიდერლანდებში საჰაერო გზით შემსვლელებისთვის ახალი წესები ამოქმედდება, რაც საქართველოს მოქალაქეებსაც შეეხება და საქართველოდან ტრანზიტულ მგზავრებსაც