თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს მთელს ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში მოსალოდნელია ყინვა, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
24-25 დეკემბერს დასავლეთ, ხოლო 24-26 დეკემბერს აღმოსავლეთ საქართველოში ღამის საათებში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში მოსალოდნელმა ყინვამ (-2, -4 გრადუსამდე) შესაძლებელია ციტრუსების ერთწლიანი ნაზარდები და დაუკრეფავი ნაყოფი დააზიანოს.