00:05 15 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6403
  • 100 RUB4.1862
  • USD3.0728
ამინდი
მოკლე ბმულის მიღება
ამინდი საქართველოში (418)
159 0 0

ჯერჯერობით სტაბილური ამინდი არ გველოდება – კვლავ იწვიმებს, შესაძლებელია წყალდიდობაც. წლევანდელი ზაფხული არცთუ სასიამოვნო სიურპრიზებითაა სავსე.

თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. საქართველოში შენარჩუნდება ცვალებადი ამინდი – 4 აგვისტომდე იწვიმებს, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

„1 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 4 აგვისტომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე ძლიერმა ნალექმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე და მშრალ ხევებში წყალმოვარდნები გამოიწვიოს.

ქვეყნის მთიან ზონებში მოსალოდნელია მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება.

თემები:
ამინდი საქართველოში (418)

მთავარი თემები