თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. საქართველოში შენარჩუნდება ცვალებადი ამინდი – 4 აგვისტომდე იწვიმებს, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
„1 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 4 აგვისტომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ასევე ძლიერმა ნალექმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე და მშრალ ხევებში წყალმოვარდნები გამოიწვიოს.
ქვეყნის მთიან ზონებში მოსალოდნელია მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება.