04:19 10 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6356
  • 100 RUB4.1811
  • USD3.0758
ამინდი
მოკლე ბმულის მიღება
ამინდი საქართველოში (415)
210 0 0

აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელი უხვი ნალექის გამო სინოპტიკოსები მოსახლეობას შესაძლო წყალდიდობის შესახებ აფრთხილებენ

თბილისი, 11 ივლისი - Sputnik. საქართველოს მთელს ტერიტორიაზე 11 ივლისს მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

„11 ივლისს საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმა, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ძლიერი, შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი და სეტყვა“, - ნათქვამია განცხადებაში.

მოსალოდნელი უხვი ნალექის გამო გარემოს სააგენტო იუწყება აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლო წყალდიდობებზე პატარა მდინარეებზე, ხოლო მთაში შესაძლებელია ზვავები და მეწყრული პროცესების ფორმირება.

ხანმოკლე წვიმა ელჭექით მოსალოდნელია ასევე დედაქალაქშიც. თბილისში ღამით მოსალოდნელია პლუს 19 გრადუსი, დღისით - 26 გრადუსი. დედაქალაქში ქარი წამში 8-13 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.

თემები:
ამინდი საქართველოში (415)

მთავარი თემები