კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტი ძლიერ სეტყვას გადაურჩა

© courtesy of STC Deltaსეტყვასაწინააღმდეგო სისტემა
სეტყვასაწინააღმდეგო სისტემა - Sputnik საქართველო
გამოწერა
კახეთში სეტყვის მოსვლა მხოლოდ სროლისთვის შეზღუდულ სექტორებში მდებარე დასახლებულ პუნქტებში დაფიქსირდა.

თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. კახეთის რეგიონში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის გამოყენების შედეგად 237 კვადრატულ კმ ფართობზე სეტყვასაშიში ღრუბლის მასები დამუშავდა, იუწყება ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრი.

სეტყვასაშიში ღრუბლების დასამუშავებლად  სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ 110 ერთეულამდე რაკეტა გაისროლა.

„რეგიონში ფრონტალური ტიპის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები სამხრეთ-დასავლეთი მიმართულებიდან დღის მეორე ნახევარში შემოვიდა და ეტაპობრივად მოიცვა დედოფლისწყაროს, სიღნაღის, გურჯაანის, ახმეტის და ლაგოდეხის რაიონები. კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობა 100%-ს შეადგენდა, მოსალოდნელი სეტყვის მარცვლების ზომა 30 მმ იყო“,  - ნათქვამია უწყების გვერდზე სოციალურ ქსელში.
სეტყვა - Sputnik საქართველო
სეტყვა კახეთში: სიღნაღის მუნიციპალიტეტის ორი სოფელი დაზარალდა

21 ივნისს ღრუბლის მასები მნიშვნელოვანი შეზღუდვებით, სროლისთვის აკრძალული ზონების არსებობის პირობებში 15:53 საათიდან 20:35 საათამდე რამდენიმე ეტაპად დამუშავდა.

ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის ცნობით, ზემოქმედების შედეგად ნალექის დიდი ნაწილი ხუთივე რაიონში წვიმის სახით ჩამოიცალა, სეტყვის მოსვლა მხოლოდ სროლისთვის შეზღუდულ სექტორებში დასახლებულ პუნქტებში დაფიქსირდა.

გუშინ ძლიერმა სეტყვამ სიღნაღის მუნიციპალიტეტის ორი სოფელი დააზარალა.

სტიქიამ, რომელიც ოცი წუთის განმავლობაში გრძელდებოდა სოფელებში ძველ ანაგასა და ჯუგაანში საკარმიდამო ნაკვეთები, ბაღჩეული და ბოსტნეული კულტურები, ვენახი, ასევე ხორბლისა და ქერის ყანები დააზიანა.

სეტყვა იყო ასევე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ზარალის შესახებ მერიაში მოსახლეობიდან ჯერ ინფორმაცია არ შესულა.

ყველა ახალი ამბავი
0