ხანძრები, წყალდიდობა, შტორმი და +40 გრადუსი - ამინდი საქართველოში

© photo: Sputnik / Vladimir Sergeevსიცხეში
სიცხეში - Sputnik საქართველო
გამოწერა
წინ რამდენიმე ძალიან ცხელი დღე გველოდება - სინოპტიკოსები თითქმის მთელ საქართველოში 40 და მეტ გრადუსს პროგნოზირებენ და ტყის ხანძრების შესახებ გვაფრთხილებენ

თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. ჰაერის მაღალი ტემპერატურა, რომელიც 9 ივლისამდე შენარჩუნდება, ტყის ხანძრების საშიშროებას შექმნის, აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

„7 ივლისს დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ შესაძლებელია 40, 42, მთიან რაიონებში 35, 37, ხოლო შავი ზღვის სანაპირო ზოლში 33, 35 გრადუსს მიაღწიოს", - ნათქვამია განცხადებაში.

აღმოსავლეთ საქართველოში 7-8 ივლისს ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ბარში 39, მთიან რაიონებში კი 34 გრადუსამდე მიაღწევს.

ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 8 ივლისს - Sputnik საქართველო
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 8 ივლისს

„ჰაერის მაღალი ტემპერატურა ხელს უწყობს ტყის ხანძრების გაჩენას", - აღნიშნულია განცხადებაში.

შედარებით აგრილდება 8 ივლისის მეორე ნახევრიდან 11 ივლისამდე - დროგამოშვებით იწვიმებს (ელჭექით), ზოგან ძლიერად, მოსალოდნელია სეტყვა. გაძლიერდება ქარი. შტორმი ზღვის სანაპიროზე 2-3 ბალს მიაღწევს.

უხვი ნალექის გამო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურებაა მოსალოდნელი.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს", - ნათქვამია განცხადებაში.

სიცხეა მოსალოდნელი 7-8 ივლისს თბილისშიც - ღამით იქნება 23, ხოლო დღისით 38 გრადუსი. 9 ივლისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმები ელჭექით. ქარი 10-15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს, დროგამოშვებით კი 17-22 მეტრამდე გაძლიერდება.

ყველა ახალი ამბავი
0