10:40 06 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3476
  • 100 RUB4.2963
  • USD2.9562
ამინდი
მოკლე ბმულის მიღება
უამინდობა საქართველოში (256)
9401

საქართველოში რამდენიმე დღეა გადაუდებლად წვიმს. ლაგოდეხსა და ყვარელში მდინარეების ადიდების შედეგად სახნავ-სათესი მიწები და ვენახები დაიტბორა

თბილისი, 10 მაისი - Sputnik. ყვარელში მდინარეების ადიდების შედეგად სახნავ-სათესი მიწები და ვენახები დაიტბორა, იუწყება პირველი არხი.

ყვარელში გადაუდებელი წვიმის შედეგად მდინარეები დურუჯი და შოროხევი ადიდდა. სოფელ ბალღოჯიანსა და ახალსოფელში მდინარე შოროხევმა გაარღვია ნაპირი, რის შემდეგადაც დაიტბორა სასოფლო სამეურნეო სავარგულები და მესაქონლეობის ფერმები.

ყვარლის მერიაში აცხადებენ, რომ ადიდებული მდინარე დურუჯი ყვარლის ტერიტორიაზე არსებულ ვენახებსაც უქმნის საფრთხეს. ამ დროისთვის უკვე დატბორილია ვენახების გარკვეული ტერიტორია.

მდინარეების კალაპოტის გასამაგრებლად მიმდინარეობს მძიმე ტექნიკის მობილიზება.

წყალდიდობაა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტშიც. სტიქიის შედეგად მუნიციპალიტეტის რვა სოფელი – გურგენიანი, ცოდნისკარი, ვარდისუბანი, კართუბანი, გიორგეთი, აფენი, ჭაბუკიანი და ლელიანი დაიტბორა.

თემები:
უამინდობა საქართველოში (256)

მთავარი თემები