02:12 04 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4221
  • 100 RUB4.2811
  • USD3.0465
ამინდი
მოკლე ბმულის მიღება
უამინდობა საქართველოში (262)
85 0 0

ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანებულია შიდა სასოფლო გზები, გაბიონები, ასევე სავარგულები. მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, პირველ რიგში მოხდება გრუნტის გზების აღდგენა.

თბილისი, 3 მაისი - Sputnik. საჩხერის მუნიციპალიტეტისთვის სტიქიისგან მიყენებული ზარალი ერთ მილიონ ლარს აღემატება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საჩხერის მუნიციპალიტეტში ჭალოვანის, ჭალის, კორბოულის და მერჯევის თემის სოფლები უხვმა ნალექმა და სეტყვამ დააზარალა.

მუნიციპალიტეტის მერმა ბენიამენ ფალავანდიშვილმა განაცხადა, რომ ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანებულია შიდა სასოფლო გზები, გაბიონები, ასევე სავარგულები. მისივე ინფორმაციით, პირველ რიგში მოხდება გრუნტის გზების აღდგენა.

„მას შემდეგ, რაც მომზადდება შესაბამისი დოკუმენტაცია, სახელმწიფო რწმუნებულის შუამდგომლობით ინფრასტრუქტურის სამინისტროს სტიქიის სალიკვიდაციო ფონდს დახმარების თხოვნით მივმართავთ“, – განაცხადა ბენიამენ ფალავანდიშვილმა.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე სტიქიის შედეგად დაზარალებულ საჩხერის მუნიციპალიტეტში ჩავიდა და მიყენებულ ზარალს ადგილზე ეცნობა.

როგორც ზვიად შალამბერიძემ განაცხადა, უხვი ნალექის შედეგად მუნიციპალიტეტში მთის რამდენიმე მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა, დააზიანა საავტომობილო გზები და სავარგულები.

„საჩხერეში უხვი ნალექის შედეგად ადიდდა მთის რამდენიმე მდინარე, გადმოვიდა კალაპოტიდან, დაზიანდა საავტომობილო გზები,  რამდენიმე სოფელში დაზიანდა გაბიონები, რამდენიმე ადგილზე სავარგულებში შევიდა წყალი“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

სეტყვა იყო ასევე სიღნაღის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებშიც. სეტყვამ დააზიანა სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები და ერთწლიანი კულტურები. საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სეტყვამ დააზარალა სოფლები გიორგიწმინდა, ხაშმი და უჯარმა.

თემები:
უამინდობა საქართველოში (262)

მთავარი თემები