კახეთის და იმერეთის რამდენიმე სოფელი სეტყვამ დააზარალა

© Aspindza City Hallსეტყვა
სეტყვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მუნიციპალიტეტის მერი ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად შექმნილ ვითარებას ადგილზე ეცნობა

თბილისი, 2 მაისი - Sputnik. საჩხერის მუნიციპალიტეტში ჭალოვანის, ჭალის, კორბოულის და მერჯევის თემის სოფლები უხვმა ნალექმა და სეტყვამ დააზარალა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მოღრუბლული ამინდი თბილისში - Sputnik საქართველო
საქართველოში დათბება? - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის, ბენიამინ ფალავანდიშვილის ინფორმაციით, დაზიანებულია სახნავ-სათესი მიწები და სავარგულები.

მუნიციპალიტეტის მერი ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად შექმნილ ვითარებას ადგილზე ეცნობა. ზარალის ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

გავრცელებული ინფორმაციით, სეტყვა იყო სიღნაღის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებშიც. სეტყვამ დააზიანა სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები და ერთწლიანი კულტურები.

სიღნაღის მერის, გოგი გოგილაშვილის განცხადებით, ამ წუთებში ელოდებიან ინფორმაციას, მიაყენა თუ არა სტიქიამ ზარალი მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებსაც.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სეტყვამ დააზარალა სოფლები გიორგიწმინდა, ხაშმი და უჯარმა.

ყველა ახალი ამბავი
0