21:27 30 მაისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.5366
  • 100 RUB4.5026
  • USD3.1761
ამინდი
მოკლე ბმულის მიღება
ამინდი საქართველოში (392)
72 0 0

სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არამდგრადი და ცივი ამინდია მოსალოდნელი.

თბილისი,  30 მარტი – Sputnik.  საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში ღრუბლიანი და წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი – დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში. 

„ნალექი 31 მარტის დილამდე შენარჩუნდება. 1 აპრილს დღისით ზოგან გაწვიმდება, ხოლო 2 აპრილს საქართველოში ისევ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში პლუს 12–17 გრადუსი იქნება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ყაზბეგში უახლოეს დღეებში მოსალოდნელია წვიმა და თოვლი. ღამით ჰაერის ტემპერატურა იქნება მინუს 1, ხოლო დღისით – პლუს 5 გრადუსი.

მესტიაშიც მოსალოდნელია წვიმა და თოვლი – ღამით იქნება მინუს 5, ხოლო დღისით – პლუს 13 გრადუსი.

სინოპტიკოსები ხანმოკლე წვიმას პროგნოზირებენ ბათუმშიც – ღამით იქნება პლუს 10, ხოლო დღისით – პლუს 16. ოთხშაბათს სინოპტიკოსები უნალექო ამინდს, ხუთშაბათს კი წვიმას ვარაუდობენ.

საქართველოს დედაქალაქში 31 მარტს უნალექო, ქარიანი ამინდია მოსალოდნელი.  თბილისში 1–2 აპრილს წვიმაა ნავარაუდევი – ჰაერის ტემპერატურა  15–17 გრადუსამდე გათბება.

თემები:
ამინდი საქართველოში (392)

მთავარი თემები