თბილისი, 30 მარტი – Sputnik. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში ღრუბლიანი და წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი – დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
„ნალექი 31 მარტის დილამდე შენარჩუნდება. 1 აპრილს დღისით ზოგან გაწვიმდება, ხოლო 2 აპრილს საქართველოში ისევ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში პლუს 12–17 გრადუსი იქნება“, – ნათქვამია განცხადებაში.
ყაზბეგში უახლოეს დღეებში მოსალოდნელია წვიმა და თოვლი. ღამით ჰაერის ტემპერატურა იქნება მინუს 1, ხოლო დღისით – პლუს 5 გრადუსი.
მესტიაშიც მოსალოდნელია წვიმა და თოვლი – ღამით იქნება მინუს 5, ხოლო დღისით – პლუს 13 გრადუსი.
სინოპტიკოსები ხანმოკლე წვიმას პროგნოზირებენ ბათუმშიც – ღამით იქნება პლუს 10, ხოლო დღისით – პლუს 16. ოთხშაბათს სინოპტიკოსები უნალექო ამინდს, ხუთშაბათს კი წვიმას ვარაუდობენ.
საქართველოს დედაქალაქში 31 მარტს უნალექო, ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. თბილისში 1–2 აპრილს წვიმაა ნავარაუდევი – ჰაერის ტემპერატურა 15–17 გრადუსამდე გათბება.