მზე, ქარი, წვიმა –  როგორ ამინდს გვპირდებიან სინოპტიკოსები

გამოწერა
სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით მოიმატებს.

თბილისი,  26 მარტი— Sputnik.  საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კვირის ბოლომდე  თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ნათქვამია გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში. 

პროექტი უსმინეთ თბილისს - Sputnik საქართველო
„უსმინეთ თბილისს“ – დედაქალაქის მერია თბილისელებს სიურპრიზს უმზადებს

„ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +20, +25, სანაპირო რაიონებში +12, +17, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +14, +19 გრადუსი დაფიქსირდება“ – აღნიშნულია განცხადებაში.

დათბობის ფონზე 29-30 მარტს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ქარის სიჩქარე წამში 17–22 მეტრი იქნება.

ყაზბეგში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ღამით ჰაერის ტემპერატურა იქნება მინუს 5, ხოლო დღისით – პლუს 13 გრადუსი.

მესტიაშიც უნალექო ამინდია მოსალოდნელი – ღამით იქნება მინუს 2, ხოლო დღისით – პლუს 19 გრადუსი.

სინოპტიკოსები უნალექო ამინდს პროგნოზირებენ ბათუმშიც – ღამით იქნება პლუს 10, ხოლო დღისით – პლუს 19. კვირას სინოპტიკოსები წვიმას ვარაუდობენ.

დედაქალაქში 26–28 მარტს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.  ღამით ჰაერი 7 გრადუსამდე გათბება, ხოლო დღისით – 18 გრადუსამდე. 29–30 მარტს ხანმოკლე წვიმაა ნავარაუდევი.

ყველა ახალი ამბავი
0