თბილისი, 26 მარტი— Sputnik. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კვირის ბოლომდე თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ნათქვამია გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
„ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +20, +25, სანაპირო რაიონებში +12, +17, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +14, +19 გრადუსი დაფიქსირდება“ – აღნიშნულია განცხადებაში.
დათბობის ფონზე 29-30 მარტს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ქარის სიჩქარე წამში 17–22 მეტრი იქნება.
ყაზბეგში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ღამით ჰაერის ტემპერატურა იქნება მინუს 5, ხოლო დღისით – პლუს 13 გრადუსი.
მესტიაშიც უნალექო ამინდია მოსალოდნელი – ღამით იქნება მინუს 2, ხოლო დღისით – პლუს 19 გრადუსი.
სინოპტიკოსები უნალექო ამინდს პროგნოზირებენ ბათუმშიც – ღამით იქნება პლუს 10, ხოლო დღისით – პლუს 19. კვირას სინოპტიკოსები წვიმას ვარაუდობენ.
დედაქალაქში 26–28 მარტს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ღამით ჰაერი 7 გრადუსამდე გათბება, ხოლო დღისით – 18 გრადუსამდე. 29–30 მარტს ხანმოკლე წვიმაა ნავარაუდევი.