10:22 06 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6398
  • 100 RUB4.2064
  • USD3.0739
ამინდი
მოკლე ბმულის მიღება
ტრანსპორტი საქართველოში (319)
53 0 0

გუდაური–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე ტრაილერების მოძრაობა აღდგა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

რუსეთის საზღვრისკენ მიმავალი გზა ამჟამად ყველა სახის ტრანსპორტისთვის გახსნილია.

მოძრაობა 13 თებერვლიდან შეზღუდული იყო თოვლისა და ლიპყინულის გამო. გზის გახსნა ყველა სახის ტრანსპორტისთვის მხოლოდ გაწმენდითი სამუშაოების შემდეგ გახდა შესაძლებელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.

რეჟიმის დაცვას საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს.

თემები:
ტრანსპორტი საქართველოში (319)

მთავარი თემები