06:48 18 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2002
  • 100 RUB4.6888
  • USD2.8781
ამინდი
მოკლე ბმულის მიღება
უამინდობა საქართველოში (222)
396 0 0

აღმოსავლეთ საქართველოში შეიძლება გათოვდეს, დასავლეთ საქართველოში კი დღისით ჰაერი 13 გრადუსამდე გათბება.

თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. უახლოეს დღეებში საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ძლიერი ქარი და ნალექი თოვლის სახით, ჰაერის ტემპერატურა კი ნულს ქვემოთ იქნება.

გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული მონაცემების თანახმად, ოთხშაბათს, ხუთშაბათსა და პარასკევს აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია თოვლი და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში ღამით მინუს 11 გრადუსამდე დაიწევს, დღისით კი +6 გრადუსი იქნება. ქარის სიჩქარე წამში 10–15 მეტრი იქნება.

ნალექი შაბათს შეწყდება და ნაწილობრივ ღრუბლიანი ამინდი იქნება. ღამით ჰაერის ტემპერატურა დაიწევს 12 გრადუსამდე ნულს ქვემოთ, დღისით კი +6 გრადუსი იქნება. ქარის სიჩქარე წამში 8–13 მეტრია ნავარაუდევი. 

რაც შეეხება ქვეყნის დასავლეთ ნაწილს, აქ ხუთშაბათსა და პარასკევს უმეტეს რაიონებში უნალექო ამინდია ნავარაუდევი. ჰაერის ტემპერატურა ღამით მინუს 1 გრადუსი, დღისით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი. ქარის სიჩქარე წამში 10–15 მეტრი იქნება, ხანგამოშვებით კი შეიძლება წამში 20–25 მეტრს მიაღწიოს.

შაბათს დასავლეთ საქართველოში წვიმიანი ამინდი იქნება. ღამით ჰაერის ტემპერატურა ნულამდე დაიწევს. დღისით კი ჰაერი 11 გრადუსამდე გათბება. ქარის სიჩქარე წამში 8–13 მეტრია ნავარაუდევი.

თბილისში ხუთშაბათს და პარასკევს თოვლჭყაპია ნავარაუდევი. ჰაერის ტემპერატურა ღამით 1 გრადუსამდე დაიწევს, დღისით კი +4 გრადუსია ნავარაუდევი. ქარის სიჩქარე წამში 10–15 მეტრი იქნება.

ნალექი შაბათს შეწყდება და თბილისში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ღამით მინუს 4 გრადუსი, დღისით კი +8 გრადუსია ნავარაუდები. ქარის სიჩქარე წამში 8–13 მეტრი იქნება.

თემები:
უამინდობა საქართველოში (222)

მთავარი თემები