თოვლი, ძლიერი ქარი და დაბალი ტემპერატურა: საქართველოში ამინდი გაუარესდება

© courtesy of Zaza Bugridze თოვლი თუშეთში
თოვლი თუშეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღმოსავლეთ საქართველოში შეიძლება გათოვდეს, დასავლეთ საქართველოში კი დღისით ჰაერი 13 გრადუსამდე გათბება.

თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. უახლოეს დღეებში საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ძლიერი ქარი და ნალექი თოვლის სახით, ჰაერის ტემპერატურა კი ნულს ქვემოთ იქნება.

გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული მონაცემების თანახმად, ოთხშაბათს, ხუთშაბათსა და პარასკევს აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია თოვლი და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში ღამით მინუს 11 გრადუსამდე დაიწევს, დღისით კი +6 გრადუსი იქნება. ქარის სიჩქარე წამში 10–15 მეტრი იქნება.

ნალექი შაბათს შეწყდება და ნაწილობრივ ღრუბლიანი ამინდი იქნება. ღამით ჰაერის ტემპერატურა დაიწევს 12 გრადუსამდე ნულს ქვემოთ, დღისით კი +6 გრადუსი იქნება. ქარის სიჩქარე წამში 8–13 მეტრია ნავარაუდევი. 

თოვლი ხულოს რაიონში - Sputnik საქართველო
უამინდობა აჭარის მაღალმთიანეთში: შუახევის მოსახლეობის 20%-ს ელექტროენერგია არ მიეწოდება

რაც შეეხება ქვეყნის დასავლეთ ნაწილს, აქ ხუთშაბათსა და პარასკევს უმეტეს რაიონებში უნალექო ამინდია ნავარაუდევი. ჰაერის ტემპერატურა ღამით მინუს 1 გრადუსი, დღისით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი. ქარის სიჩქარე წამში 10–15 მეტრი იქნება, ხანგამოშვებით კი შეიძლება წამში 20–25 მეტრს მიაღწიოს.

შაბათს დასავლეთ საქართველოში წვიმიანი ამინდი იქნება. ღამით ჰაერის ტემპერატურა ნულამდე დაიწევს. დღისით კი ჰაერი 11 გრადუსამდე გათბება. ქარის სიჩქარე წამში 8–13 მეტრია ნავარაუდევი.

თბილისში ხუთშაბათს და პარასკევს თოვლჭყაპია ნავარაუდევი. ჰაერის ტემპერატურა ღამით 1 გრადუსამდე დაიწევს, დღისით კი +4 გრადუსია ნავარაუდევი. ქარის სიჩქარე წამში 10–15 მეტრი იქნება.

ნალექი შაბათს შეწყდება და თბილისში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ღამით მინუს 4 გრადუსი, დღისით კი +8 გრადუსია ნავარაუდები. ქარის სიჩქარე წამში 8–13 მეტრი იქნება.

ყველა ახალი ამბავი
0