როგორი ზამთარი გველოდება? სინოპტიკოსების პროგნოზი

© photo : courtesy of TBC BANK / FBსამთო-სათხილამურო კურორტი
სამთო-სათხილამურო კურორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო პერიოდში ყველაზე ცივი ზამთარი საქართველოში 2011 წელს იყო. მაშინ ჰაერის საშუალო ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში 3-4 გრადუს სითბოს შეადგენდა, ხოლო აღმოსავლეთში – 0-1 გრადუსს.

თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ტერიტორიაზე 2019/2020 ზამთრის სეზონზე ჰაერის საშუალო ტემპერატურა ერთი გრადუსით მაღალი იქნება, ხოლო ნალექის რაოდენობა – ნორმის ფარგლებში, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

ზამთარში ჰაერის საშუალო ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +5-7 გრადუსია, მთაში – 0-+2, მაღალ მთაში კი - -4-2. აღმოსავლეთ საქართველოში კი დაბლობში საშუალო ტემპერატურაა 0-+2 გრადუსი, მთაში – -2-0, მაღალ მთაში – -5-3 გრადუსი.

გაწმენდითი სამუშაოები - Sputnik საქართველო
უამინდობამ საქართველოს გზებზე პრობლემები შექმნა

„ექსპერტების დასკვნით, 2019-2020 წლის ზამთრის პერიოდში ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, აღმოსავლეთ ევროპის და კავკასიის რეგიონებში მომავალი ზამთრის ამინდის ფორმირებაზე დომინანტურ როლს წყნარ, ატლანტის და ინდოეთის ოკეანეებში მიმდინარე და მოსალოდნელი პროცესები შეასრულებს", – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

რაც შეეხება ნალექის ნორმას, დასავლეთ საქართველოს დაბლობში ზამთარში მისი დონე 500-700 მილიმეტრს შეადგენს, მთაში - 300-450-ს, ხოლო მაღალ მთაში - 200-400 მილიმეტრს. აღმოსავლეთ საქართველოში ნალექის საშუალო ნორმაა დაბლობში 70-120 მილიმეტრი, მთაში - 80-15, ხოლო მაღალ მთაში - 70-150.

საქართველოს სამთო კურორტები რეკორდებს ხსნიან>>

ყველაზე ცივი ზამთარი ბოლო ხანებში საქართველოში 2011 წელს იყო. მაშინ ჰაერის საშუალო ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში 3-4 გრადუს სითბოს შეადგენდა, ხოლო აღმოსავლეთში – 0-1 გრადუსს.

ყველაზე დაბალი ტემპერატურა თბილისში ბოლო პერიოდში დაფიქსირდა 2014 წელს, მაშინ თერმომეტრი მინუს 13,9 გრადუსს აჩვენებდა. 1883 წელს დედაქალაქში ტემპერატურა მინუს 24 გრადუსამდე დაეცა.

ყველა ახალი ამბავი
0