00:25 24 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0571
  • 100 RUB4.3980
  • USD2.8299
ამინდი
მოკლე ბმულის მიღება
ტრანსპორტი საქართველოში (241)
93 0 0

დეპარტამენტის ცნობით, ვერონა–შუამთის მონაკვეთზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა და ამ დროისთვის ვაზიანი–გომბორი–თელავის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო შეზღუდვებია დაწესებული, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის საავტომობილო გზის 186-198 კმ (უშგული–ლასდილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

მესტია–უშგულის მონაკვეთზე (138-186 კმ) კი თოვლის გამო აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

რაც შეეხება ზუგდიდი–მესტიის მონაკვეთს (1-138 კმ), ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ლიპყინულის გამო მოძრაობა შეზღუდული იყო ვაზიანი–გომბორი–თელავის საავტომობილო გზის 37-55 კმ (ვერონა–შუამთა) მონაკვეთზეც.

ზემო ლარსი დღეს: გუდაური–კობის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა>>

თუმცა, დეპარტამენტის ცნობით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად ვერონა–შუამთის მონაკვეთზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა და ამ დროისთვის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი–გომბორი–თელავის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

თემები:
ტრანსპორტი საქართველოში (241)

მთავარი თემები