ზემო ლარსი დღეს: გუდაური–კობის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

© photo: Sputnik / Stringerგუდაური-ყაზბეგის გზა
გუდაური-ყაზბეგის გზა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გუდაური–კობის მონაკვეთზე აკრძალვები რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (თოვა, ლიპყინული, დაბალი ტემპერატურა) დაწესდა.

თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის კობი-გუდაურის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვები დაწესდა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

დეპარტამენტის ცნობით, გუდაური–კობის მონაკვეთზე რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (თოვა, ლიპყინული, დაბალი ტემპერატურა) აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 

ყველა ახალი ამბავი
0