19:43 20 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2902
  • 100 RUB4.6406
  • USD2.9738
ბათუმის ბულვარი

საქართველოში დაცხება: ჰაერის ტემპერატურა 34 გრადუსამდე მოიმატებს

© Sputnik / STRINGER
ამინდი
მოკლე ბმულის მიღება
226 0 0

თბილისში ჰაერი 31 გრადუსამდე გათბება

თბილისი, 13 მაისი — Sputnik. უახლოეს დღეებში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა 34 გრადუსამდე მოიმატებს, ნათქვამია საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

სამშაბათს დასავლეთ საქართველოში უნალექო, მზიანი ამინდია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში კი საღამოს და ღამის საათებში, შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთში 23-28 გრადუსი, აღმოსავლეთში კი 22-27 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.

როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოში ოთხშაბათს და ხუთშაბათს უნალექო ამინდია ნავარაუდები. ჰაერის ტემპერატურა ქვეყნის დასავლეთ ნაწილში +29-34 გრადუსი, აღმოსავლეთში კი 27-32 გრადუსია მოსალოდნელი.

რაც შეეხება თბილისს, სამშაბათს ღამით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა 22-27 გრადუსი იქნება.

ოთხშაბათს და ხუთშაბათს დედაქალაქში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერი 27-31 გრადუსამდე გათბება.

 

მთავარი თემები