თბილისში ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ პრობლემები შექმნა

გამოწერა
რამდენიმე ქუჩაში უხვი ნალექის გამო ტრანსპორტის გადაადგილება გართულებულია.

თბილისი, 12 მაისი — Sputnik. თბილისში ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ პრობლემები შექმნა, იუწყება პირველი არხი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით.

უწყებაში განაცხადეს, რომ მათთან გამოძახება სანზონიდან, გლდანიდან და დიღმიდან შევიდა.

უწყების ცნობით, ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ძირითადად დატბორა ეზოები, სადარბაზოები, სარდაფები და დააზიანა საცხოვრებელი კორპუსების სახურავები. რამდენიმე ქუჩაში უხვი ნალექის გამო ტრანსპორტის გადაადგილება გართულებულია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12-14 მაისს ძლიერი წვიმა, ქარი და სეტყვა ძირითადად საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილშია მოსალოდნელი.

სააგენტოში აფრთხილებენ, რომ უხვი ნალექი შეიძლება გახდეს მდინარეებში წყლის დონის მომატების, პატარა მდინარეების ნაპირებიდან გადმოსვლის მიზეზი, ხოლო მთიან ზონებში უამინდობამ მეწყრული პროცესები შეიძლება გააქტიუროს.

ყველა ახალი ამბავი
0