როდის დათბება საქართველოში

გამოწერა
თბილი და მზიანი ამინდი 22 აპრილამდე არ იქნება.

თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. ამინდი საქართველოში მიმდინარე კვირის ბოლოდან შედარებით გაუმჯობესდება, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში მის Facebook-გვერდზე.

ამინდი თბილისში და მთლიანად საქართველოში სამშაბათიდან მკვეთრად გაუარესდა. მთელ ქვეყანაში წვიმდა, მაღალ მთაში კი - თოვდა. ქარი დროგამოშვებით წამში 25 მეტრ სიჩქარეს აჭარბებდა.

ქარის შედეგები ზუგდიდში - Sputnik საქართველო
მეწყერი, წყალდიდობა, დაზიანებული ელექტროხაზები – რა ხდებოდა წუხელ საქართველოში

ნალექი ქვეყანაში შაბათამდე, 20 აპრილამდე შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა +9-14 გრადუსი იქნება.

ამინდი შედარებით გაუმჯობესდება 21-22 აპრილს, ხოლო ჰაერის ტემპერატურა 3-4 გრადუსით მოიმატებს.

რაც შეეხება თბილისს, 19-დან 22 აპრილამდე წვიმიანი ამინდებია მოსალოდნელი, ტემპერატურა 11-13 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება.

რაც შეეხება ე.წ. საქართველოს სამხედრო გზას, 22 აპრილამდე დროგამოშვებით მოთოვს. გუშინ ქარბუქისა და ცუდი ხილვადობის გამო კობი-გუდაურის გზის მონაკვეთი დაკეტეს, ხოლო ხუთშაბათს მოძრაობა მსუბუქი ავტომობილებისთვის აღდგა.

 

ყველა ახალი ამბავი
0