მეწყერი, წყალდიდობა, დაზიანებული ელექტროხაზები – რა ხდებოდა წუხელ საქართველოში

© photo: courtesy of Besik Pipiaქარის შედეგები ზუგდიდში
ქარის შედეგები ზუგდიდში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში ქარის მიერ წაქცეული ხეები ავტომობილებს დაეცა.

თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. წვიმამ და ძლიერმა ქარმა წუხელ თბილისელებს სერიოზული პრობლემები შეუქმნა.

ამინდი თბილისში და ზოგადად საქართველოს ტერიტორიაზე სამშაბათს მკვეთრად გაუარესდა. მთელ ქვეყანაში წვიმდა, მაღალ მთაში – თოვდა. ქარი დროგამოშვებით წამში 25 მეტრამდე ძლიერდებოდა.

შტორმი და ქარბუქი – ამინდი საქართველოში მკვეთრად გაუარესდება>>

თბილისში, მოსკოვის გამზირზე ქარმა ხე წააქცია, რომელიც იქვე მდგარ ავტომობილს დაეცა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, მაგრამ დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ძლიერმა ქარმა ფესვებიანად მოგლიჯა ხე ნუცუბიძის ქუჩაზე. შედეგად საცხოვრებელ კორპუსთან მდგარი ავტომობილი დაზიანდა.

სპეცტექნიკა „სამხედრო გზაზე - Sputnik საქართველო
ევაკუაცია ზემო ლარსზე: რა მოხდა „საქართველოს სამხედრო გზაზე"

წვიმისა და ძლიერი ქარის გამო ავლაბარში ავარიული სახლის კიდევ ერთი ნაწილი ჩამოინგრა.

სახლის მცხოვრებმა ვიქტორია გასპაროვამ აღნიშნა, რომ ბევრჯერ მიმართა რაიონის გამგეობას. ისინიც ბევრჯერ მივიდნენ და ნახეს, მაგრამ თქვეს, რომ საშიშია, თუმცა სახლს ვერ დაშლიან, ვერაფერს გააკეთებენ.

საპირისპიროს ამბობენ ადგილობრივ ხელისუფლებაში.

ისნის გამგეობის წარმომადგენელმა ნიკოლოზ ელისაშვილმა განაცხადა, რომ ამ სახლის მცხოვრებლები შენობისთვის ავარიულის სტატუსის მინიჭებას ითხოვდნენ. არსებობს შესაბამისი პროცედურები და მათ მცხოვრებლებს ქირით გაყვანა შესთავაზეს, მაგრამ ამაზე უარი მიიღეს.

უამინდობამ პრობლემები ქვეყნის რეგიონებშიც შექმნა.

© Kharagauli Municipality Hall / FB ხარაგაულის რაიონში გზა გაწმინდეს
მეწყერი, წყალდიდობა, დაზიანებული ელექტროხაზები – რა ხდებოდა წუხელ საქართველოში - Sputnik საქართველო
ხარაგაულის რაიონში გზა გაწმინდეს

იმერეთში, ვანისა და სოფელ სხლითის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერი ჩამოწვა; ხარაგაულის რაიონის რამდენიმე სოფელში მდინარე ჯიხველას ადიდებამ წყალდიდობა გამოიწვია. დაიტბორა გზები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, ნათქვამია რაიონის მერიის Facebook-გვერდზე განცხადებაში.

გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადგილზე მობილიზებული იყო მძიმე ტექნიკა. ამჟამად გზა უკვე გახსნილია.

ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში პარასკევს, 19 აპრილს>>

ამავე დროს საავტომობილო გზა დაკეტილია ე.წ. საქართველოს სამხედრო გზაზე. ამის მიზეზია ქარბუქი, ცუდი ხილვადობა და ზვავსაშიშროება.

ყველა ახალი ამბავი
0